ინგლისური ენის კვირეული

ინგლისური ენის კვირეული ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო სპექტაკლები. თითოეული წარმოდგენა იყო შრომის, მონდომებისა და გუნდური მუშაობის შედეგი.მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგს – მაკა კობახოძეს დაუვიწყარი ემოციებისთვის!

ეროვნული სამოსის დღე

ეროვნული სამოსის დღე 18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება  ეს დღე ქართული ტრადიციული სამოსის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემას ეძღვნება.ამ განსაკუთრებულ დღეს “ანი-Zet-ისა” და “მარი ბროსეს” მოსწავლეები ეროვნული სამოსით გამოეწყვნენ და გააცოცხლეს ქართული ტრადიციების სილამაზე, სითბო და ღირსება.

ბოლო ზარი – 2026

ბოლო ზარი – 2026 სკოლა ,,ანი – Zet“-სა და ,,მარი ბროსეში“ ბოლო ზარი დაირეკა.დასრულდა წლები, რომლებმაც ჩვენი სკოლა თქვენი ხმაურიანი დღეებით, გულწრფელი ემოციებით, მეგობრობითა და დაუვიწყარი ისტორიებით განსაკუთრებულ ადგილად აქცია. დღეიდან ახალი ეტაპი იწყება – ახალი მიზნებით, დიდი ოცნებებითა და შესაძლებლობებით.გვჯერა, რომ სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ყოველთვის თან წაიღებთ იმ ღირებულებებს, გამოცდილებასა და ჰუმანურობას, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სკოლამ შეგძინათ.მადლობა ჩვენს მასწავლებლებს, დამრიგებლებსა და მშობლებს – იმ ყოველდღიური შრომისა და მხარდაჭერისთვის, რომელმაც ამ გზაგასაყარამდე მოგვიყვანა. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებო, გისურვებთ წარმატებას, გაბედულ ნაბიჯებსა და იმ ოცნებების ასრულებას, რომლისკენაც ასე მონდომებით მიისწრაფვით.გვჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას და ცხოვრების გზის ღირსეულად გავლას.

„ნონა – ოქროს დედოფალი“

„ნონა – ოქროს დედოფალი“ 2026 წლის 15 მაისს რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში, “ანი – Zet”-სა და მარი ბროსეში, გაიმართა ღონისძიება – „ნონა – ოქროს დედოფალი“, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის იუბილეს მიეძღვნა.ჭადრაკის თემატიკით გაფორმებულ სკოლის ეზოში, ქართული ცეკვის სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა ნონას უნიკალური საიუბილეო ჭადრაკის ფიგურები გააცოცხლეს. სიმბოლურად ჭადრაკის ისტორიის დეტალები გათამაშდა.დამსწრე საზოგადოებამ იხილა ნონა გაფრინდაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო პარტიის რეკონსტრუქცია და სკოლის მიერ მომზადებული ვიდეოჩანახატი.მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვები, ხოლო სკოლის გუნდმა – ქართული სიმღერები. ღონისძიება, განსაკუთრებულად თბილ და სადღესასწაულო გარემოში მიმდინარეობდა .სკოლის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს მობრძანებისთვის, კეთილი სურვილებისა და თბილი სიტყვებისთვის.მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.ღონისძიების ორგანიზატორები:ქეთი აბაშიძე და დალი გოგორიშვილი

საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალი

საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალში “ანი – Zet – ისა” და ” მარი ბროსეს” მოსწავლეთა აკადემიური სიმღერის გუნდმა საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი საკმაოდ გვან, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ გამოვიდა სცენაზე, უმცროსი ასაკის გუნდმა ღირსეულად წარმოაჩინა თავი პროფესიული გუნდების ფონზე და ოვაციებიც დაიმსახურა.დირექცია მადლობას უხდის გუნდის ხელმძღვანელს ქალბატონ ლალი კაპანაძეს, კონცერტმაისტერს თამთა ცანავასა და თითოეულ მონაწილე მოსწავლეს მიღწეული წარმატებისთვის!

„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“

საგანმანათლებლო პროექტი – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის გუნდმა( ქეთი ფანცულაია, სოფი გერმანიშვილი, ეკა მელაძე, ნიტა გაბადაძე, ალექსანდრე სხირტლაძე) მონაწილეობა მიიღო ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელშიც 200-ზე მეტი სკოლა იყო ჩართული.ჩვენმა მოსწავლეებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენეს, დაიკავეს I ადგილი და მოიპოვეს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება.სასწავლებლის დირექცია მადლობას უხდის გუნდის ხელმძღვანელს, ისტორიის პედაგოგს ვიტალი მაჭავარიანს!წარმატებას ვუსურვებთ გუნდს ფინალში!

საერთაშორისო ლიტერატურული პროექტი „Seitenweise“

საერთაშორისო ლიტერატურული პროექტი „Seitenweise“ 2 მაისს საერთაშორისო კითხვის კონკურს „Seitenweise“-ს ეროვნული ფინალი გაიმართა.IXა ლასის მოსწავლეები ქეთევან კილაძე და ქეთევან ბალალაშვილი პროექტის გამარჯვებულები გახდნენ საქართველოში. შემოდგომაზე, მოსწავლეები გერმანული ენის მასწავლებელ თამარ ახალკაცთან ერთად,გაემგზავრებიან გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, სადაც შეხვდებიან პროექტის გამარჯვებულებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და წიგნის ავტორს თომას ლიმესს,გააცნობენ თავიანთი ქვეყნის კულტურას და მონაწილეობას მიიღებენ ვორკშოპებში. საერთაშორისო ლიტერატურული პროექტი „Seitenweise“ საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების ცენტრის (ZfA) ორგანიზებით ტარდება და მასში გერმანული ენის სადიპლომო სკოლების IX და X კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.  მოსწავლეები გერმანულ ენაზე კითხულობენ თანამედროვე ახალგაზრდულ რომანს და მის მიხედვით, სურვილისამებრ ქმნიან კრეატიულ პროექტებს (პიესას, სკეჩს, ვიდეორგოლს, ფილმს, რეპს, კომიქსს და ა.შ.). წელს კითხვის კონკურში მონაწილეობდნენ IXა კლასის მოსწავლეები: ქეთევან კილაძე, ქეთევან ბალალაშვილი, ანასტასია ჩოგოვაძე, ქეთევან ფანცულაია, ქეთი შავიძე, ელენე მოწონელიძე და ნინი ონიანი (დამრიგებელი: ელენე დოლაბერიძე). მათ გერმანულ ენაზე წაიკითხეს წიგნი „Voll verkackt ist halb gewonnen“ და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.  შიდა სასკოლო ფინალში საუკეთესო პროექტი,ჟიურის წევრებმა, გერმანული ენის კათედრის მასწავლებლებმა, გამოავლინეს. ვულოცავთ ქეთევან კილაძესა და ქეთევან ბალალაშვილს ეროვნულ ფინალში გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ ლაიფციგში!

“ანი-Zet-ის” მე-11 გ კლასის მოსწავლემ, ლიზა იმედაშვილმა “Pulse Z” საიტზე გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატიები ინგლისურ ენაზე.

“ანი-Zet-ის” მე-11 გ კლასის მოსწავლემ, ლიზა იმედაშვილმა “Pulse Z” საიტზე გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატიები ინგლისურ ენაზე. “სუპერბოვლი- უბრალოდ ხელოვნება თუ გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის?” “ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზრის მომავალი: ხელახალი გამოგონება ან ჩანაცვლება” (Reinvention or replacement ) „რატომ აქვს Z თაობას მოწყენილობის სურვილი?“ – როგორ რომანტიზაციას უკეთებს სოციალური მედია ფსიქიკურ დაავადებებს(“Why does Gen Z have a desire to be sad?”- how social media romanticizes mental illnesses) როგორ შეიძლება მოდის ტენდენციების გადამუშავებამ გამოიწვიოს კვებითი აშლილობების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა(How Recycling Fashion Trends Can Cause a Spike in the Rate of Eating Disorders) ვულოცავთ ლიზის ამ წარმატებას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში!

საბავშვო მწერლები სტუმრად “ანი-Zet-ში”

საბავშვო მწერლები სტუმრად “ანი-Zet-ში” “ანი-Zet-ს” და  ესტუმრნენ საბავშვო მწერალები, ლელა ცუცქირიძე და ვასილ გულეური.სტუმრებმა ბავშვებს მოუთხრეს, როგორ იქმნება ზღაპრები და მოთხრობები და რატომ არის კითხვა თითოეული ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს ქალბატონ ლელას და ბატონ ვასილს, დაუსვეს უამრავი კითხვა და საკუთარი აზრებიც გაუზიარეს.

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved