საერთაშორისო ლიტერატურული პროექტი „Seitenweise“

2 მაისს საერთაშორისო კითხვის კონკურს „Seitenweise“-ს ეროვნული ფინალი გაიმართა.IXა ლასის მოსწავლეები ქეთევან კილაძე და ქეთევან ბალალაშვილი პროექტის გამარჯვებულები გახდნენ საქართველოში. შემოდგომაზე, მოსწავლეები გერმანული ენის მასწავლებელ თამარ ახალკაცთან ერთად,გაემგზავრებიან გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, სადაც შეხვდებიან პროექტის გამარჯვებულებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და წიგნის ავტორს თომას ლიმესს,გააცნობენ თავიანთი ქვეყნის კულტურას და მონაწილეობას მიიღებენ ვორკშოპებში. საერთაშორისო ლიტერატურული პროექტი „Seitenweise“ საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების ცენტრის (ZfA) ორგანიზებით ტარდება და მასში გერმანული ენის სადიპლომო სკოლების IX და X კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.  მოსწავლეები გერმანულ ენაზე კითხულობენ თანამედროვე ახალგაზრდულ რომანს და მის მიხედვით, სურვილისამებრ ქმნიან კრეატიულ პროექტებს (პიესას, სკეჩს, ვიდეორგოლს, ფილმს, რეპს, კომიქსს და ა.შ.). წელს კითხვის კონკურში მონაწილეობდნენ IXა კლასის მოსწავლეები: ქეთევან კილაძე, ქეთევან ბალალაშვილი, ანასტასია ჩოგოვაძე, ქეთევან ფანცულაია, ქეთი შავიძე, ელენე მოწონელიძე და ნინი ონიანი (დამრიგებელი: ელენე დოლაბერიძე). მათ გერმანულ ენაზე წაიკითხეს წიგნი „Voll verkackt ist halb gewonnen“ და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.  შიდა სასკოლო ფინალში საუკეთესო პროექტი,ჟიურის წევრებმა, გერმანული ენის კათედრის მასწავლებლებმა, გამოავლინეს. ვულოცავთ ქეთევან კილაძესა და ქეთევან ბალალაშვილს ეროვნულ ფინალში გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ ლაიფციგში!

spinco

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

2

interbahis giriş · tarafbet · avrupabet · ngsbahis giriş · vevobahis · milanobet giriş · portobet giriş · interbahis · casibom · interbahis giriş · setrabet giriş · baywin giriş · betwoon giriş · bullbahis güncel giriş · betwoon güncel giriş · milanobet · mariobet · avrupabet giriş · superbetin giriş · milanobet giriş · vevobahis giriş · bizbet giriş · superbetin güncel giriş · avrupabet güncel giriş · betkom giriş · tarafbet giriş · herabet · baywin · bizbet · mariobet giriş · superbetin · casibom giriş · bizbet güncel giriş · milanobet · interbahis · primebahis · betwoon · hızlıcasino giriş · bullbahis giriş · herabet giriş · hızlıcasino · portobahis · zirvebet giriş · bullbahis · portobet · zirvebet · setrabet · betkom · ngsbahis · primebahis giriş