“ანი-Zet-ის” მოსწავლეები სტუმრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში

“ანი-Zet-ის” მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში “ანი-Zet-ის” მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სადაც საინტერესო და მრავალფეროვან ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.ვიზიტი იყო შემეცნებითი.მონაწილეებმა ნახეს, როგორ მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები პრაქტიკულად.მადლობას ვუხდით ლაბორატორიის თანამშრომლებს თბილი მიღებისა და საინტერესო გამოცდილებისთვის!

სკოლას ესტუმრნენ ექიმი, პოეტი, მწერალი ნანა ცინცაძე და მომღერალი თამთა ყიფიანი

სკოლას ესტუმრნენ ექიმი, პოეტი, მწერალი ნანა ცინცაძე და მომღერალი თამთა ყიფიანი. 9 თებერვალს ლამაზი საღამო გაიმართა ,,ანი-Zet”-სა და ,,მარი ბროსეში”. სკოლას ესტუმრნენ ექიმი, პოეტი, მწერალი ნანა ცინცაძე და მომღერალი თამთა ყიფიანი.  უშუალო, თბილი, ემოციური გარემო შექმნა ქალბატონ ნანას მიერ ექსპანსიურად წაკითხულმა საინტერესო ლექსებმა, თამთა ყიფიანის მიერ მაჟორული განწყობით შესრულებულმა ქართულმა სიმღერებმა და სტუმრების მიერ გაზიარებულმა მოგონებებმა – ახალგაზრდულ წლებზე, თბილისზე, ექიმის პროფესიულ მოვალეობაზე.მადლობას ვუხდით ქალბატონებს ნანა ცინცაძესა და თამთა ყიფიანს მობრძანებისთვისა და გამორჩეულ მოგონებად დარჩენილი შთამბეჭდავი საღამოსთვის.

შემეცნებითი , კოსტუმირებული მუსიკალური სპექტაკლი – მონოლოგებით “ფლორენცია, რენესანსის Primavera “

შემეცნებითი , კოსტუმირებული მუსიკალური სპექტაკლი – მონოლოგებით “ ფლორენცია, რენესანსის Primavera “ VI ა კლასმა წარმოადგინა შემეცნებითი , კოსტუმირებული მუსიკალური სპექტაკლი – მონოლოგებით “ ფლორენცია, რენესანსის Primavera “მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და მასწავლებლებს მშვენიერი სანახაობისთვის მასწავლებლები – დალი გოგორიშვილი, ნათია ქოთოლაშვილიდეკორაციები – მარინა ჯორჯაძე

„ანი-Zet“-სა და “მარი ბროსეში” გვეწვია უნივერსიტეტი – GIPA

„ანი-Zet“-სა და “მარი ბროსეში” გვეწვია უნივერსიტეტი – GIPA „ანი-Zet“-სა და “მარი ბროსეში” გვეწვია უნივერსიტეტი – GIPA, რომელმაც მოსწავლეებისთვის ჩაატარა პრეზენტაცია პროფესიული ორიენტაციის თემაზე.შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობების, პროფესიის სწორად შერჩევის მნიშვნელობისა და იმ უნარების შესახებ, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერის დასაგეგმად. პრეზენტაცია ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, რამაც ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი ინტერესები და უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი ძლიერი მხარეები.მადლობას ვუხდით GIPA-ს სასარგებლო პრეზენტაციისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაეხმარა ჩვენს მოსწავლეებს საკუთარი მომავლის სწორად დანახვაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სკოლას ესტუმრა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის (GPBA) წარმომადგენელი, საბავშვო წიგნების ავტორი ლია შალვაშვილი.ქალბატონმა ლიამ უმცროსკლასელებს წარუდგინა პროექტი ,,მე შემიძლია”. მოსწავლეებმა მოისმინეს ,,ანდრიასა და ანასტასიას ზღაპრები” პასუხისმგებლობაზე, მზრუნველობაზე, ბუნების სიყვარულზე, კეთილ საქმეებზე. მადლობას ვუხდით საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას და ქალბატონ ლიას საინტერესო და სასიამოვნო პრეზენტაციისთვის.

საქველმოქმედო როკ კონცერტი – „მუსიკა მხარდაჭერისთვის“

საქველმოქმედო როკ კონცერტი – „მუსიკა მხარდაჭერისთვის“ “ანი-Zet-სა” და “მარი ბროსეში ჩატარდა საქველმოქმედო როკ კონცერტი — „მუსიკა მხარდაჭერისთვის“, რომელიც მართლაც განსაკუთრებული და ემოციურად დატვირთული ღონისძიება გამოვიდა სცენაზე გაერთიანდა ენერგია, მუსიკა და კეთილი მიზანი. ბენდებმა Will Kolak, On The Road და ორგანიზატორმა ჯგუფმა droebiTi (Droebiti) დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნეს.კონცერტმა არაერთი გულშემატკივარი გააერთიანა და ყველაზე მთავარი — შევძელით საქველმოქმედო თანხის შეგროვება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუსიკას შეუძლია მხარდაჭერა, თანადგომა და რეალური ცვლილებები.ეს იყო დაუვიწყარი საღამო, სადაც როკი და სიკეთე ერთ სივრცეში შეხვდა ერთმანეთს

“ანი- zet- ისა” და “მარი ბროსეს” სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

“ანი- zet- ისა” და “მარი ბროსეს” სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით.მასში მონაწილეობდნენ შერჩევით ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები. პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა მე-5ა კლასელმა დემეტრე გურგენიძემ ,რომელმაც ფინალში დაამარცხა თანაკლასელი გიორგი ფარაჯიანი.ეს პარტია იყო ტურნირის ყველაზე ლამაზი პარტია- ,,დახშული შამათი”.აღსანიშნავია ,რომ ორივე მოჭადრაკემ დაინახა ეს ტაქტიკა… მესამე ადგილი კი წილად ხვდა მე-8 კლ.მარიამ ტალიაშვილსტურნირი წარიმართა ძალიან საინტერესოდ ,დიდი მადლობა მონაწილეებს და ორგანიზატორებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და მედლებით.ასევე გაიმართა 2025 წლის სკოლის გამარჯვებული მოჭადრაკეების გუნდის დაჯილდოვება.პირველი ადგილი და შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები მოიპოვეს მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა : დ.გურგენიძემ,გ.ფარაჯიანმა,კ.ფაღავამ,ა.დანიბეგაშვილმა და ი.ტაბიძემ

“საახალწლო ბაზრობა”

“საახალწლო ბაზრობა” „ანი-Zet-სა“ და „მარი ბროსეში“ გაიმართა ტრადიციული აქცია – “საახალწლო ბაზრობა”, რომელიც ყოველწლიურად მთელ სკოლას აერთიანებს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ჩვენი მოსწვალეების, მასწავლებლების და მშობლების მიერ დამზადებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთები, საშობაო ნამცხვრები და სხვა ტკბილეული. შემოსული თანხა, მოსწავლეებისა და მშობლების გადაწყვეტილებით, სოც. დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება.დიდი მადლობა ყველას ვინც გვესტუმრა და მონაწილეობა მიიღო საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში! Screenshot Screenshot Screenshot Screenshot

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved