“შუმანის დღისადმი” მიძღვნილი ნახატების გამოფენა

“შუმანის დღისადმი” მიძღვნილი ნახატების გამოფენა 9 მაისს, რ. შუმანის ევროპული სასწავლებლის, პროგრამა “ანი-Zet-ისა” და “მარი ბროსეს” მოსწავლეთა (III- VI კლ.) მონაწილეობით გაიმართა “შუმანის დღისადმი” მიძღვნილი ნახატების გამოფენა, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში. მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

კულინარიული კონკურსი „ევროპელი მასტერშეფი“

კულინარიული კონკურსი „ევროპელი მასტერშეფი“. “რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებლში” ჩატარდა კულინარიული კონკურსი „ევროპელი მასტერშეფი“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს პროგრამა „ანი-Zet-სა” და პროგრამა „მარი ბროსეს“ IV-X კლასების მოსწავლეებმა. მოსწავლეების მიერ ატვირთულ ვიდეოებზე მოწონებების მიხედვით გამოვლინდა „მასტერშეფის“ გამარჯვებული სამეული:1. ქეთი ცქიტიშვილი (919 ხმა);2. მარიამ ცეკვავა (835 ხმა);3. ნიკოლოზ საანიშვილი (447 ხმა);ჟიურის რჩეულნი, მზარეულისთვის გამორჩეული უნარების გამომჟღავნების გამო – ანასტასია ქიქოძე, ანასტასია ცინცაძე და ნინი ბაღდავაძე გახდნენ. „ევროპელი მზარეულის“ წოდება დამზადებული კერძების გემოვნებითი თვისებების გამო ანასტასია ქიქოძემ მოიპოვა. ჟიურიმ (ცნობილი კულინარი – ესმა კუნჭულია და “რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის” შეფ-მზარეული მედეა ჩიჩუა) კონკურსის მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

ეროვნული დღეები

ეროვნული დღეების “ანი-Zet-ში” “ეროვნული დღეების” კვირეულის ფარგლებში, I-VI კლასის მოსწავლეები შეიმოსნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტანსაცმლით. binary comment

ბოლო ზარი “ანი-Zet-ში”

ბოლო ზარი “ანი-Zet-ში” ბოლო ზარი დაირეკა”ანი-Zet-ის” მეთორმეტეკლასელებისთვის! დასრულდა მათი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, მრავალფეროვანი, თავგადასავლებითა და ფერადი დღეებით აღსავსე. დღეს მათ, მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად ,სიამოვნებით გაიხსენეს განვლილი თორმეტი წელიწადი, რამაც ემოციურად დიდი გავლენა იქონია დამსწრე საზოგადოებაზე, ცრემლი და სიხარული ერთმანეთს შეერია და ჰაერში სიყვარულის სურნელი დატრიალდა. თითოეული მოსწავლის თვალებიდან სიხარულთან ერთად სევდაც იღვრებოდა. ჩვენი სკოლა უსურვებს თოთოეულ მათგანს წარმატებულ მომავალს, გვჯერა, რომ მიაღწევენ დასახულ მიზნებს და ჩამოყალიბდებიან ღირსეულ მამულიშვილებად!

პირველი ადგილი ფრენბურთში

პირველი ადგილი ფრენბურთში “ანი-Zet-ის” მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა “რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის” მასშტაბით გამართულ ფრენბურთის ტურნირში და პირველი ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას!

პირველი ადგილი “საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსში”

პირველი ადგილი “საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსში” “ანი-Zet-ის” გუნდმა “საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსში” მოიპოვაო ქ რ ო ს   მ ე დ ა ლ ი !ვულოცავთ მათ ამ წამრატებას!

საქველმოქმედო კონცერტი – ,,ერთად ვაჩუქოთ სიცოცხლე ბავშვებს“

საქველმოქმედო კონცერტი – ,,ერთად ვაჩუქოთ სიცოცხლე ბავშვებს“ 25 თებერვალს სკოლა ,,ანი-Zet-ისა” და ,,მარი ბროსეს“ მოსწავლეების ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი – ,,ერთად ვაჩუქოთ სიცოცხლე ბავშვებს“. კონცერტიდან შემოსული თანხა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ანგარიშზე გადაირიცხა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება.საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღო რვა შემსრულებელმა: ერეკლე დეისაძე, ’’ON THE ROAD“, ’’STRANGE BREW“, “ნუ მიეყრდნობით“, ,,რკო“, SKAZZ , Lexo Ratiani • ლექსო რატიანი და Bacho Jickidze • ბაჩო ჯიქიძე. ჩვენი სკოლისა და ჩვენი მოსწავლეების სახელით გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მუსიკოსს იმ უანგარო მხარდაჭერისა და სიკეთისთვის, რომელიც მათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობით ჩვენდამი გამოხატეს.ჩვენი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესი იყო საღამოზე შეკრებილი ახალგაზრდების უსაფრთხოება. ამ მხრივ ჩვენ მხარდაჭერა გამოგვიცხადა დაცვის კომპანია ალგანი – Algani Security Company, კომპანიის წარმომადგენლებიც მთელი საღამოს განმავლობაში, სრულიად უსასყიდლოდ, ზედამხედველობდნენ ჩვენი სკოლის ტერიოტორიას.სკოლა ,,ანი-Zet” და ,,მარი ბროსე“ უდიდეს მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს და სკოლის სხვა თანამშრომლებს ღონისძიების გამართვაში შეტანილი წვლილისათვის.

ფილმი “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”

ფილმის “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით 20-23 თებერვალს სკოლებში „ანი-Zet” და მარი ბროსე” VII -XII კლასის მოსწავლეთათვის გაიმართა რეჟისორ ბესო სოლომანაშვილის ფილმის “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” ჩვენება, რომელიც გადაღებულია თამრი ფხაკაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.24 თებერვალს სკოლამ უმასპინძლა ფილმის რეჟისორს, ბესო სოლომანაშვილსა და მთავარი როლის შემსრულებელს – დუტა სხირტლაძეს. შეხვედრის თემა საქართველოს ოკუპაცია და მისგან გამოწვეული შედეგები იყო. სტუმრებმა ისაუბრეს ფილმის შექმნის ისტორიაზე, იმ ფსიქო-ემოციურ ფონზე, რომელიც ფილმის გადაღებას თან სდევდა. ასევე უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ საინტერესო შეკითხვებს. ბავშვებმა სტუმრებს გაუზიარეს ფილმით გამოწვეული შთაბეჭდილებები, ემოციები, ფიქრები.

“ჩინური დღეების ” დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიება

“ჩინური დღეების ” დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიება 5 თებერვალს, “ანი-Zet-ში” “ჩინური დღეების ” დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა:მეხუთე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩინური ახალი წლის ტრადიციებისადმი მიძღვნილი სპექტაკლი “სტუმრად ჩინეთში” (ხელმძღვანელი ჩინური ენის პედაგოგი ანა მახარაძე);სპექტაკლის დეკორაცია მოამზადეს მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი მარინა ჯორჯაძე).სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის კოორდინატორს, ანი ქარდავასა და სკოლის სტუდიის ხელმძღვაბნელს, ნინო დონდოლაძეს სპექტაკლის ორგანიზებაში დახმარებისათვის;ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სტუმრებს ჩინური ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და ჩინური ტრადიციისამებრ საახალწლო სურვილები ფარნებს გაატანეს კოსმოსში.

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved