ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის „ცოდნის კომპასის“ ზამთრის სუპერფინალი

ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის „ცოდნის კომპასის“ ზამთრის სუპერფინალი “ანი-Zet-სა” და “მარი ბროსეში” გაიმართა ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის „ცოდნის კომპასის“ ზამთრის სუპერფინალი. მასში მონაწილეობა მიიღეს რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის სხვადასხვა პროგრამის გუნდებმა. საინტერესო თამაშშიპირველი ადგილი დაიკავა “ანი-Zet-ის” მე-10 კლასელთა გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით:მარიამ შალიკიანი; სოფიო გერმანიშვილი; ეკა მელაძეთორნიკე კუპატაძე.

გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 2024 წლის სასკოლო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში მე-7 ა კლასის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი გაიმართა ოლიმპიური სისტემით, რომელშიც მონაწილეობდა 200-ზე მეტი მოსწავლე.  ფინალური მატჩი წარიმართა მე-7 ა კლასსა და მე-4 ა კლასს შორის და დასრულდა ანგარიშით 3:1.კახი ჩიგოგიძე,ნიკო ჩიქოვანი,ანა ქურთუბაძე და დავით ეგუტიძე დაჯილდოვდნენ ოქროს მედლებით.მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მე-4 ა კლასის გუნდმა მოიპოვა – დემეტრე გურგენიძის,იოანე ტაბიძის,გიორგი ფარაჯიანისა და ტიტე როსტომაშვილის შემადგენლობით,რაც მათ დიდ წარმატებად უნდა ჩავთვალოთ.მესამე ადგილზე გავიდა მე-7 ა კლასის მეორე გუნდი.

“მხიარული სტარტები 24”

მხიარული სტარტები 2024 ანი-Zet-სა და მარი ბროსეში “მხიარული სტარტები 24” ჩატარდა პირველკლასელთა და მათი მშობლების მონაწილეობით.

შემეცნებითი ღონისძიება “სამეცნიერო პიკნიკი”!

შემეცნებითი ღონისძიება “სამეცნიერო პიკნიკი” “ანი-Zet-სა” და “მარი ბროსეში” ფერადი და შემეცნებითი ღონისძიება „სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართა!პედაგოგებმა მოსწავლებთან ერთად ჩაატარეს სახალისო ექსპერიმენტები ფიზიკასა და ქიმიაში. სკოლის დირექცია მადლობას უხდისღონისძიების ინიციატორს ლევან სამაგულიანს, მანანა ნატროშვილსა და სალომე ქადაგიშვილს საინტერესო ღონისძიების ჩატარებისთვის!

წმინდა მარტინის დღე

წმინდა მარტინის დღე 11 ნოემბერს ანი-ცეტელებმა წმინდა მარტინის დღე ლამპრებით მსვლელობითა და სიმღერით აღნიშნეს. ღონისძიების ბოლოს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ყველაზე ლამაზი ლამპარების ავტორები და მონაწილე აქტიური მოსწავლეების კლასის დამრიგებლები. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს ქალბატონ თამარ ჯიქიას და გერმანულის კათედრის სხვა წევრებს

ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი „ცოდნის ალპინიადა“.

ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ცოდნის ალპინიადა” სკოლა “ანი-Zet-სა” და “მარი ბროსეში” ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი „ცოდნის ალპინიადა“, მონაწილეებმა ინდივიდუალურად უპასუხეს შეკითხვებს სხვადასხვა სფეროდან, შეავსეს კროსვორდი.გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.პირველი ადგილი: სოფიო გერმანიშვილი.მეორე ადგილი: ეკატერინე მელაძე.მესამე ადგილი: ქეთევან ფხალაძე.მადლობა თითოეულ მონაწილეს და წარმატებები მათ.

“ანი-Zet-ის” გუნდის წარმატება: ვერცხლის მედალი საგუნდო კონკურსზე!

“ანი-Zet-ის” გუნდის წარმატება: ვერცხლის მედალი საგუნდო კონკურსზე “ანი-Zet-ის” აკადემიური სიმღერის გუნდს წარმატება ხვდა წილად – მათ ვერცხლის მედალი დაიმსახურეს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-8 ეროვნულ კონკურსში!28 ოქტომბერს, გუნდის ხელმძღვანელს – ლალი კაპანაძეს ვერცხლის მედალი და გუნდის მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ აკადემიური საგუნდო სიმღერის კატეგორიაში.სკოლის დირექცია ულოცავს და მადლობას უხდის გუნდის ხელმძღვანელ ქალბატონ ლალი კაპანაძეს და მოსწავლეებს მიღწეული წარმატების გამო!

წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი.

წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი. 18 ოქტომბერს, რ. შუმანის სახ. სასწავლებელში გაიმართა პროგრამების – „ანი- Zet – ისა” და „მარი ბროსეს“ – წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი. მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ გასული წლების კურსდამთავრებულები, რომელთაც სკოლა მედალზე დაამთავრეს და ამჟამად წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა თუ უცხოეთში, ასევე ენების – ინგლისური, გერმანული, ჩინური, – საერთაშორისო გამოცდებზე წარმატება მიღწეული და სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეები.გასული წლის „საუკეთესო კლასის“ ნომინაციაში გამარჯვებულ კლასსა და მათ დამრიგებელს გადაეცათ საპატიო პრიზი.

პირველი დღე სკოლაში!

პირველი დღე სკოლაში! ემოციებით აღსავსე პირველი დღე სკოლაში! ,,ანი-Zet-ის” ტრადიციული საჩუქრები და სიურპრიზები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პირველკლასელებს!

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved