4

საერთაშორისო ლიტერატურული პროექტი „Seitenweise“

2 მაისს საერთაშორისო კითხვის კონკურს „Seitenweise“-ს ეროვნული ფინალი გაიმართა.
IXა ლასის მოსწავლეები ქეთევან კილაძე და ქეთევან ბალალაშვილი პროექტის გამარჯვებულები გახდნენ საქართველოში.
 
შემოდგომაზე, მოსწავლეები გერმანული ენის მასწავლებელ თამარ ახალკაცთან ერთად,
გაემგზავრებიან გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, სადაც შეხვდებიან პროექტის გამარჯვებულებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და წიგნის ავტორს თომას ლიმესს,გააცნობენ თავიანთი ქვეყნის კულტურას და მონაწილეობას მიიღებენ ვორკშოპებში.
 
საერთაშორისო ლიტერატურული პროექტი „Seitenweise“ საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების ცენტრის (ZfA) ორგანიზებით ტარდება და მასში გერმანული ენის სადიპლომო სკოლების IX და X კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. 
 
მოსწავლეები გერმანულ ენაზე კითხულობენ თანამედროვე ახალგაზრდულ რომანს და მის მიხედვით, სურვილისამებრ ქმნიან კრეატიულ პროექტებს (პიესას, სკეჩს, ვიდეორგოლს, ფილმს, რეპს, კომიქსს და ა.შ.).
 
წელს კითხვის კონკურში მონაწილეობდნენ IXა კლასის მოსწავლეები: ქეთევან კილაძე, ქეთევან ბალალაშვილი, ანასტასია ჩოგოვაძე, ქეთევან ფანცულაია, ქეთი შავიძე, ელენე მოწონელიძე და ნინი ონიანი (დამრიგებელი: ელენე დოლაბერიძე).
 
მათ გერმანულ ენაზე წაიკითხეს წიგნი „Voll verkackt ist halb gewonnen“ და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 
 
შიდა სასკოლო ფინალში საუკეთესო პროექტი,
ჟიურის წევრებმა, გერმანული ენის კათედრის მასწავლებლებმა, გამოავლინეს.
 
ვულოცავთ ქეთევან კილაძესა და ქეთევან ბალალაშვილს ეროვნულ ფინალში გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ ლაიფციგში!

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved