ბოლო ზარი "ანი-Zet-ში"
ბოლო ზარი დაირეკა”ანი-Zet-ის” მეთორმეტეკლასელებისთვის!
დასრულდა მათი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, მრავალფეროვანი, თავგადასავლებითა და ფერადი დღეებით აღსავსე. დღეს მათ, მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად ,სიამოვნებით გაიხსენეს განვლილი თორმეტი წელიწადი, რამაც ემოციურად დიდი გავლენა იქონია დამსწრე საზოგადოებაზე, ცრემლი და სიხარული ერთმანეთს შეერია და ჰაერში სიყვარულის სურნელი დატრიალდა. თითოეული მოსწავლის თვალებიდან სიხარულთან ერთად სევდაც იღვრებოდა. ჩვენი სკოლა უსურვებს თოთოეულ მათგანს წარმატებულ მომავალს, გვჯერა, რომ მიაღწევენ დასახულ მიზნებს და ჩამოყალიბდებიან ღირსეულ მამულიშვილებად!