საგანმანათლებლო პროექტი - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“
რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის გუნდმა( ქეთი ფანცულაია, სოფი გერმანიშვილი, ეკა მელაძე, ნიტა გაბადაძე, ალექსანდრე სხირტლაძე) მონაწილეობა მიიღო ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელშიც 200-ზე მეტი სკოლა იყო ჩართული.
ჩვენმა მოსწავლეებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენეს, დაიკავეს I ადგილი და მოიპოვეს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება.
სასწავლებლის დირექცია მადლობას უხდის გუნდის ხელმძღვანელს, ისტორიის პედაგოგს ვიტალი მაჭავარიანს!
წარმატებას ვუსურვებთ გუნდს ფინალში!

