ხშირად დასმული კითხვები
„ანი – Zet”-ი ქართული სკოლაა უცხო ენების გაღრმავებული სწავლებით;
უცხო ენების გაღრმავებული სწავლება ხომ არ ნიშნავს, რომ ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებს არ ექცევათ სათანადო ყურადღება?
„ანი – Zet“- ში ყველა საგნის შესწავლას სათანადო ყურადღება და საათების შესაბამისი რაოდენობა ეთმობა;
სავალდებულოა თუ არა მოსწავლეებისათვის სასკოლო ფორმის ტარება?
I-VIII კლასის მოსწავლეებისათვის სავალდებულოა ფორმის ტარება;
როგორ ხდება მოსწავლეთა მიღება „ანი-Zet-ში" და რა საბუთებია საჭირო „ანი-Zet-ში" მოსწავლის ჩასარიცხად?
როგორ იღებს მშობელი ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ?
მშობელს აქვს საშუალება, მიიღოს ყოველდღიური ინფორმაცია ელექტრონული ჟურნალის საშუალებით; პერიოდულად ტარდება საინფორმაციო სახის შეხვედრები მშობლებთან. საჭიროების შემთხვევაში ეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები, როგორც კლასის დამრიგებელთან, ისე საგნების მასწავლებლებთან.
რამდენად დაცულია სკოლაში მოსწავლის უსაფრთხოება?
„რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის“ შენობის ყველა შემოსასვლელი კონტროლდება როგორც ვიდეოთვალის, ისე დაცვის თანამშრომლების მიერ .
მონაწილეობენ თუ არა მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში? როგორია მათი შედეგები?
“ანიცეტელები” სისტემატურად და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპისკონკურსებში. განსაკუთრებით ხშირია წარმატებები უცხო ენებსა და მათემატიკაში.
როგორია სკოლის კურსდამთავრებულთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სტატისტიკა?
„ანი-Zet-ის” უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი, უმრავლეს შემთხვევაში მაღალი რეიტინგით და გრანტით ჩაირიცხნენ საქართველოსა თუ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.
როგორია გადახდის წესი?
სწავლის საფასურის გადახდა ხდება გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. მშობელს აქვს საშუალება, ოთხნაწილად გაყოს გადასახადის თანხა. გადახდა იწყება ივნისში და სრულდება მომდევნო წლის მარტის თვეში.