პარტნიორები
პროგრამა „ანი-zet“ - გერმანიის პარტნიორი სკოლა
„ანი-Zet“ გერმანიის პარტნიორი სკოლაა და 2015 წლიდან ჩართულია გერმანიის პარტნიორი სკოლების ქსელში. სკოლას ოფიციალურად გადაეცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების ცენტრის (ZfA)-ს მოწმობა, რომლის თანახმად „ანი-Zet”-ის მოსწავლეებს სკოლაშივე შეუძლიათ გერმანული ენის დიპლომის (DSD) პირველი (DSD 1) და მეორე (DSD 2) საფეხურების გამოცდის ჩაბარება, რაც მათ ანიჭებს პრიორიტეტს გერმანიის სასწავლო კოლეჯებსა (DSD 1) და უმაღლეს სასწავლებლებში (DSD 2) ჩაბარების დროს.
გერმანიის მხარე უზრუნველყოფს სკოლას სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სახელმძღვანელოებითა და ტექნიკით. წელიწადში 3-4-ჯერ გერმანიის პარტნიორ სკოლებთან ერთად ტარდება ღონისძიებები, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა მონაწილეობით.
თანამშრომლობა English Book Education-თან
„ანი-Zet“-ი 2021 წლიდან თანამშრომლობს English Book Education-თან. სკოლაში ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა შემუშავებულია ამ პარტნიორობის ფარგლებში. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მოიპოვონ TOEFL Primary, TOEFL Junior and TOEFL ITP დიპლომები, ხოლო მასწავლებლებს სთავაზობს პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებსა და საინფორმაციო მხარდაჭერას ინგლისური ენის სწავლებაში დანერგილი სიახლეების გასაცნობად. English Book Education-თან ერთად სკოლაში ტარდება ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ოლიმპიადა.
თანამშრომლობა გოეთეს ინსტიტუტთან
„ანი-Zet“ 2000 წლიდან თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტთან, რომელთან ერთად სკოლამ, რამდენიმე სერიოზული პროექტი განახორციელა (მაგ.: გერმანული ზღაპრების სასწავლო გამოცემა).
ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ ბერლინის ქართულ საზოგადოებასთან
„ანი-Zet“ 2000 წლიდან თანამშრომლობს ბერლინის ქართულ საზოგადოებასთან. საზოგადოების ხელმძღვანელ როლფ და ბრიგიტა შრადეების დამსახურებაა სკოლის გერმანულენოვანი წიგნების საბიბლიოთეკო და აუდიო ფონდის შექმნა. ამავე საზოგადოებამ უზრუნველყო „ანი-Zet-ის” მოსწავლეთა ერთწლიანი უფასო სწავლება გერმანიაში.
თანამშრომლობა ქ. ზალცბურგის ევროპული და ოპელჰაიმის გიმნაზიასთან
„ანი-Zet-ის” პარტნიორებია ქ. ზალცბურგის ევროპული გიმნაზია (Europagymnasium Salzburg-Nonntal) და ოპელჰაიმის (Dietrich-Bonhoeffer-Gymnasium – Eppelheim). 2013 წლიდან ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება გაცვლითი პროგრამა პარტნიორ გიმნაზიასთან. 2022 წლიდან კი გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება გაცვლითი პროგრამა ოპელჰაიმის გიმნაზიასთან. ავსტრიელი და გერმანელი მოსწავლეები ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში და ეცნობიან საქართველოს მხარეებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, კულტურასა და ხელოვნებას. საპასუხო ვიზიტით „ანი-Zet“-ის მოსწავლეები ჩადიან ზალცბურგში ან ოპელჰეიმში და მონაწილეობენ როგორც გიმნაზიის საგაკვეთილო პროცესში, ასევე მათთვის საგანგებოდ მომზადებულ კულტურულ პროგრამაში.
,,ანი-Zet“-ი სხვადასხვა პროექტის (მაგ. „სამი ქვეყანა – ერთი ენა“) ფარგლებში თანამშრომლობს ასევე საქართველოში გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოებთან.
,,ანი-Zet“ სხვადასხვა პროექტის (მაგ. „სამი ქვეყანა - ერთი ენა“) ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოში ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოებთან.
2018 წლიდან „ანი-Zet-ის" პარტნიორია ,,ევროპის უნივერსიტეტისა" და შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“
მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ხელს უწყობს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას სკოლაში სასწავლო პრაქტიკის გავლის გზით.
,,ანი -Zet-ის" პარტნიორია ავსტრიული ბიბლიოთეკა
,,ანი -Zet“-ის პარტნიორია ასევე თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა, რომელთან თანამშრომლობით ანიცეტელებმა მიიღეს გერმანული ენის ავსტრიული დიპლომის (ÖSD 1 და ÖSD 2) მოპოვების შესაძლებლობა და განახორციელეს არაერთი საინტერესო პროექტი.