სკოლაში მიღების წესები
პირველკლასელთა მიღება
პირველკლასელთა მიღება ხდება დირექციის მშობელთან და ფსიქოლოგის ბავშვთან გასაუბრების შემდეგ. მშობელი/მეურვე წერს განცხადებას, ავსებს ანკეტას (იხ. დანართი 1), ეცნობა სკოლის შინაგანაწესს და აფორმებს ხელშეკრულებას სკოლის დირექციასთან.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი საბუთებია:
- დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
- ჯანმრთელობის ცნობა;
- მშობლების/მეურვის პირადობის მოწმობების ქსეროასლები;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4.
II – XI კლასში მობილობა
II – IV მოსწავლის გადმოყვანის შემთხვევაში სავალდებულოა ფსიქოლოგთან გასაუბრება;
V – XI კლასებში გადმოსვლის შემთხვევაში მოსწავლეები გაივლიან გასაუბრებას სხვადასხვა საგნებში კლასების მიხედვით: მათემატიკა, უცხო ენა, საბუნებისმეტყველო საგანები;
- მოსწავლე და მისი მშობელი ვალდებულნი არიან, დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
- I-VIII კლასის მოსწავლეებისათვის სავალდებულოა სასკოლო ფორმა (ფორმების შეკვეთა ხდება მისამართზე: მცხეთის ქ. 2, ტურისტული სააგენტო „ფეშენ თრეველი“, ტ: 2 94 64 64; 5 99 28 28 88);
- მოსწავლის სამოსი, ვარცხნილობა, საქციელი უნდა შეესაბამებოდეს სასწავლებლის შინაგანაწესს;
- მოსწავლე არ ტოვებს სკოლის ტერიტორიას კლასის დამრიგებლის ნებართვის გარეშე;
- სასწავლო პროცესის დროს მშობელი არ დაიშვება სკოლის ტერიტორიაზე (გარდა ღონისძიებებისა). მშობელი ელექტროფონის მეშვეობით უკავშირდება დამრიგებელს მოსწავლის წასაყვანად;
- 1 ივნისი მომავალ პირველკლასელთა გაცნობის დღეა.