4

"ანი-ZET-ის" შესახებ

მიზანი

ქართული სკოლის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; ახალგაზრდების სათანადო მომზადება საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის.

ისტორია

სახელწოდება „ა-Z” („ანი-Zet“) (ქართული ანბანის პირველი და ლათინური ანბანის ბოლო ასოები) ქართულ და ევროპულ კულტურათა ურთიერთკავშირს გულისხმობს.

სკოლა 2000 წელს ქართულ-გერმანული სკოლა „ა-Z-ის” სახელით დააფუძნეს გერმანისტმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მარინა ანდრონიკაშვილმა (დირექტორი) და ქიმიკოსმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ სარაჯიშვილმა.

დაფუძნების დღიდან კონტიგენტის ზრდის გამო, სკოლამ ოთხჯერ შეიცვალა მისამართი (2000 წ. პეტრიაშვილის ქ. – 21-ე სკოლის შენობა; 2002 წ. ფიზკულტურის ქ. – კერძო სახლი; 2004წ. – ფიზიკის ინსტიტუტის შენობა, 2011 წ.  –  ზ. ფალიაშვილის ქ. 42 – ყოფილი 57-ე სკოლის შენობა).

2011 წელს  სამ პარტნიორ სკოლასთან ერთად (მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა, სკოლები ,,სენტ-ეგზუპერი“ და „მოძღვარი“)  შეიძინა ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი 57-ე სკოლის შენობა და დააფუძნა „რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი“, რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამის სახით განაგრძო ფუნქციონირება. დამფუძნებელი სკოლები საგანმანათლებლო პროგრამების სახით ინარჩუნებენ თვითმყოფადობას, ინდივიდუალობას, გადაწყვეტილების ერთპირონულობას, როგორც ევროპის გაერთიანებაში შემავალი ცალკეული ქვეყნები. ამ გაერთიანებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკულად განხორციელდა რ. შუმანის მიერ დეკლარირებული განახლებული ევროპის გაერთიანების პრინციპი -,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში.”

მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ანი-Zet“- ში  2013 წელს გაიხსნა ინგლისური სექტორი; 2015 წელს სკოლა ოფიციალურად გახდა გერმანიის პარტნიორი; 2020 წელს კი ,,ანი-Zet-ს“ შეუერთდა ფრანგული სექტორი – პროგრამა ,,მარი ბროსე”, საფრანგეთის პარტნიორი სკოლა, რომლის ფრანგული ნაწილი ამავე დროს დამოუკიდებელია და ინარჩუნებს საერთაშორისო სკოლის სტატუსს.

„ანი-Zet“ მოიაზრება ევროპული ორიენტაციის ქართულ სკოლად საქარათველოსა და ევროპულ ქვეყნებში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის, მიმდინარე სასკოლო რეფორმების მოთხოვნებისა და მიზნების შესაბამისად მომზადებული სასწავლო  აღმზრდელობითი პროგრამებით. სკოლაში   ფუნქციონირებს სამი სექტორი: გერმანული, ინგლისური და ფრანგული.  „ანი-Zet“- ს ჰყავს პარტნიორი გიმნაზიები: ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved