"ჩინური დღეების " დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიება
5 თებერვალს, “ანი-Zet-ში” “ჩინური დღეების ” დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა:
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩინური ახალი წლის ტრადიციებისადმი მიძღვნილი სპექტაკლი “სტუმრად ჩინეთში” (ხელმძღვანელი ჩინური ენის პედაგოგი ანა მახარაძე);
სპექტაკლის დეკორაცია მოამზადეს მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი მარინა ჯორჯაძე).
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის კოორდინატორს, ანი ქარდავასა და სკოლის სტუდიის ხელმძღვაბნელს, ნინო დონდოლაძეს სპექტაკლის ორგანიზებაში დახმარებისათვის;
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სტუმრებს ჩინური ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და ჩინური ტრადიციისამებრ საახალწლო სურვილები ფარნებს გაატანეს კოსმოსში.