შემეცნებით-აღმზრდელობითი პროგრამა
პროგრამა
I–VI კლასების მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ შემუშავებულია აღმზრდელობითი პროგრამა, რომელიც საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათისაა და ძირითადად დღის მეორე ნახევარში ხორციელდება. პროგრამა ხელს უწყობს მოსწავ- ლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, თვითშეფასების, ანალიზის, დიალოგისა და გამო- ხატვის უნარების განვითარებას, სახალისო და შემეცნებით პროექტებში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.
პროგრამის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების, სპორტის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებსა თუ მოვლენებს. მოსწავლეები ეცნობიან საზოგადო მოღვაწეების, საინტერესო ადამიანების ბიოგრაფიებს, შესაბამისი შინაარსის მქონე ანიმაციურ, დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთიკისა და ეტიკეტის საკითხებს. მოსწავლეები კვირის განმავლობაში განხილულ თემებს პრეზენტაციის სახით ტრადიციულ ,,პარასკევობებზე“ წარმოადგენენ.
სოციალური პროექტები და აქციები
პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების მიზნით არაერთი აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიება ტარდება. განსაკუთრებული აქცენტი კეთ- დება სოციალურ პროექტებსა და საქველმოქმედო აქციებზე, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან თანა- ცხოვრებასა და ტოლერანტობაზე. თაობათა ინტეგრაციის მიზნით პროექტებში ჩართუ- ლები არიან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
ლიტერატურული კლუბები
,,ანი-Zet-ში“ ფუნქციონირებს ქართული და გერმანული ლიტერატურული კლუბები, რომელთა მიზანია მოზარდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია და წიგნის კითხვი- სადმი ინტერესის გაღვივება, ასევე შემოქმედი ბავშვების წახალისება. კლუბისთვის შექ- მნილ მყუდრო, ლამაზ გარემოში მოსწავლეები ეცნობიან კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, ცნობილ და უცნობ ავტორებს, მსჯელობენ კონკრეტულ ნაწარმოებსა თუ აქტუალურ თემებზე, ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ნაფიქრ – ნააზრევს.
კლუბი პერიოდულად მართავს შეხვედრებს მოწვეულ სტუმრებთან: ცნობილ მწერლე- ბთან და ლიტერატურის მოყვარულ საინტერესო ადამიანებთან.
სტუდია
,,ანი-Zet-ში” ასევე ფუნქციონირებს სტუდია, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა წრეების დახმარებით მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და განვი- თარებას. სწავლის საფასურში შესული, პროგრამით გათვალისწინებული წრეების გარ- და (აკადემიური სიმღერისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრეები, ქართული ნაციონალური და სახასიათო ცეკვები, ჭადრაკი) სტუდია ფასიანი წრეების მრავალფე-
როვან არჩევანს გთავაზობთ (ხელოვნება: ხატვა-ფერწერა, ბალეტი, თოჯინების დამზადება, ფორტეპიანო, ლიტერატურული თეატრი; სპორტი: ჭადრაკი, ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი; მენტალური არითმეტიკა; უცხო ენები).
მოსწავლეთა წახალისების მიზნით ხშირად ეწყობა კონკურსები, კონცერტები, სპექტა- კლები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები; ტარდება საქველმოქმედო საღამოები. მსურველებს სტუდია სთავაზობს სპეციალურ პროგრამებსა და ცნობილ პროფესიო -ნალთა მასტერკლასებს.


