4

ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილი გამოფენა - „შუამდინარული პარადიგმა“.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილ გამოფენას – „შუამდინარული პარადიგმა“.
 გამოფენაზე გიორგი (გია) გუგუშვილის, ქეთი მატაბელისა და ლუკა გუგუშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
 როგორც გამოფენის მსვლელობისას აღინიშნა, ერთი ოჯახის სამმა წარმომადგენელმა განსხვავებული ხელწერითა და სტილით დაანახა დამთვალიერებლებს შუმერული სამყარო.
ბავშვებმა მოისმინეს ინფორმაცია ამ უნიკალური ნამუშევრების შესახებ, გილგამეშიანის თარგმანისა და მიხაკო წერეთლის მოღვაწეობის ისტორია. აგრეთვე მოინახულეს ვაჟა- ფშაველას კაბინეტი, თსუ- ის ბიბლიოთეკა და საგამოფენო სივრცე.
მადლობას ვუხდით თსუ- ის ჰუმანიტარულ- მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს – ქალბატონ ეკა ნავროზაშვილს გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისათვის.

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved