სკოლას ესტუმრნენ ექიმი, პოეტი, მწერალი ნანა ცინცაძე და მომღერალი თამთა ყიფიანი.
9 თებერვალს ლამაზი საღამო გაიმართა ,,ანი-Zet”-სა და ,,მარი ბროსეში”.
სკოლას ესტუმრნენ ექიმი, პოეტი, მწერალი ნანა ცინცაძე და მომღერალი თამთა ყიფიანი.
უშუალო, თბილი, ემოციური გარემო შექმნა ქალბატონ ნანას მიერ ექსპანსიურად წაკითხულმა საინტერესო ლექსებმა, თამთა ყიფიანის მიერ მაჟორული განწყობით შესრულებულმა ქართულმა სიმღერებმა და სტუმრების მიერ გაზიარებულმა მოგონებებმა – ახალგაზრდულ წლებზე, თბილისზე, ექიმის პროფესიულ მოვალეობაზე.
მადლობას ვუხდით ქალბატონებს ნანა ცინცაძესა და თამთა ყიფიანს მობრძანებისთვისა და გამორჩეულ მოგონებად დარჩენილი შთამბეჭდავი საღამოსთვის.



