სააღდგომო გამოფენა გაყიდვა

სააღდგომო გამოფენა გაყიდვა სკოლა ,,ანი-Zet-ის” დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის! დირექციის მიერ თითოეული კლასისთვის წინასწარ გამოყოფილი საწყისი თანხის – 100 ლარის – ჯამურად 2 800 ლარის გარდა, ბაზრობიდან შემოსულია 5 451 ლარი და 50 თეთრი, რომლის დანიშნულებასაც თავად ბავშვები განსაზღვრავენ მშობლებთან და კლასის დამრიგებლებთან ერთად. გვჯერა, რომ ასეთი […]

გერმანული ლიტერატურის კლუბი

გერმანული ლიტერატურის კლუბი სკოლა “ანი-Zet-ში” გაიხსნა გერმანული ლიტერატურის კლუბი. მოსწავლეებმა იმსჯელეს, გამართეს დისკუსია და ჩაერთნენ ჯგუფურ სამუშაოებში. გაეცნენ გერმანელი ავტორის ,თამარა ბახის ბიოგრაფიას და დაიწყეს მისი არაჩვეულებრივი წიგნის ,,თოთხმეტი-ს” კითხვა. ხელმოწერით დაადასტურეს კლუბის წევრობა და შინაგანაწესი.

დედაენის კვირეული

დედაენის კვირეული ქართული ენის კვირეულში მოსამზადებელი ჯგუფიც ჩაერთო. პატარებმა თავიანთი ხელით დაამზადეს პლაკატი.

დარგე ხე გაამწვანე გარემო

დარგე ხე გაამწვანე გარემო ტრადიციული აქცია: დარგე ხე, გაამწვანე გარემო! „ანი-Zet-ის“ პირველკლასელებმა უფროსკლასელებთან ერთად დარგეს ვაზის ნერგები.

დედაენის კვირეული

დედაენის კვირეულის ჩატარება “ანი-Zet-ში” ტრადიციად იქცა. 14 აპრილს სკოლას ეწვია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუბა კუდავა. საუბრის თემა იყო ენა და ისტორია. სტუმარმა 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.    

ლიტერატურული კლუბის გახსნა

ლიტერატურული კლუბის გახსნა “მარი ბროსეს სკოლაში” გაიხსნა ლიტერატურული კლუბი, რომლის მიზანია მოზარდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია, წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივება. ერთად წავიკითხავთ, როგორც თანამედროვე, ისე იმ უმთავრესი ტექსტების ნაწილს, რომელთა გარეშეც მსოფლიო ლიტერატურის არსებობა შეუძლებელია. კლუბი პერიოდულად გამართავს შეხვედრებს მოწვეულ სტუმრებთან; წავიკითხავთ და ჩვენებურად გავიაზრებთ კონკრეტულ ლიტერატურულ ნაწარმოებს; ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე; გავიცნობთ და წავახალისებთ შემოქმედ ბავშვებს. ვისაც […]

უკრაინული ხელოვნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

უკრაინული ხელოვნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება “მარი ბროსეს სკოლაში” ჩატარდა უკრაინული ხელოვნებისადმი მიძღნვილი ღონისძიება „სიცოცხლის მხატვრობა“. მოსწავლეები გაეცნენ უკრაინულ დეკორატიულ ხელოვნებას – პეტრიკივკას და უკრაინელი თვითნასწავლი მხატვრის მარია პეტრიჩენკოს შემოქმედებას. ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა თემატურ-შემეცნებით აქტივობებში. ხელოვნების პედაგოგები: დალი გოგორიშვილი და მარინა ჯორჯაძე

დედაენის კვირეული

დედაენის კვირეული “მარი ბროსეს სკოლაში”. 14 აპრილს სკოლას ეწვია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუბა კუდავა. საუბრის თემა იყო ენა და ისტორია. სტუმარმა 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.