ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილი გამოფენა – „შუამდინარული პარადიგმა“.

ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილი გამოფენა – „შუამდინარული პარადიგმა“. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილ გამოფენას – „შუამდინარული პარადიგმა“. გამოფენაზე გიორგი (გია) გუგუშვილის, ქეთი მატაბელისა და ლუკა გუგუშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. როგორც გამოფენის მსვლელობისას აღინიშნა, ერთი ოჯახის სამმა წარმომადგენელმა განსხვავებული ხელწერითა და სტილით დაანახა დამთვალიერებლებს შუმერული სამყარო.ბავშვებმა მოისმინეს ინფორმაცია ამ უნიკალური ნამუშევრების შესახებ, გილგამეშიანის თარგმანისა და მიხაკო წერეთლის მოღვაწეობის ისტორია. აგრეთვე მოინახულეს ვაჟა- ფშაველას კაბინეტი, თსუ- ის ბიბლიოთეკა და საგამოფენო სივრცე.მადლობას ვუხდით თსუ- ის ჰუმანიტარულ- მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს – ქალბატონ ეკა ნავროზაშვილს გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისათვის.
“ანი-Zet-ის” პირველკლასელებისთვის პირველი ზარი დაირეკა!

“ანი-Zet-ის” პირველკლასელებისთვის პირველი ზარი დაირეკა! ვულოცავთ ჩვენს პატარებს სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს!
“შუშანიკის წამება”

“შუშანიკის წამება” თითოეულ ერს, რომელსაც ისტორიულად უცხოვრია და კულტურული ზრდისა და განვითარების გარკვეულ საფეხურამდე მიუღწევია, თავისი საკუთარი მწერლობა შეუქმნია. მწერლობა, რომელშიაც ამა თუ იმ ერის აზრები, ფიქრები, გრძნობანი და განცდანი აღბეჭდილა. სწორედ ასეთია უმდიდრესი ქართული ლიტერატურა, რომლის სათავესთან ამაყად დგას ჩვენამდე მოღწეული პირველი ჰაგიოგრაფიული თხზულება – იაკობ ცურტაველის „წამებაი წმინდისა შუშანიკის დედოფლისაი“.X ა კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს პირველი ლიტერატურული ნაწარმოების გმირები და თავიანთი შთამბეჭდავი წარმოდგენით გვამოგზაურეს მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში.პედაგოგები: ქრისტინე კიკალიშვილი და ია ქაჯაია
ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის „ცოდნის კომპასის“ გაზაფხულის სუპერფინალი

ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის „ცოდნის კომპასის“ გაზაფხულის სუპერფინალი გაიმართა ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის „ცოდნის კომპასის“ გაზაფხულის სუპერფინალი, მასში მონაწილეობა მიიღო რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის სხვადასხვა პროგრამის გუნდებმა.პირველი ადგილი დაიკავა “ანი-Zet-ის” გუნდმა:სოფიო გერმანიშვილიეკა მელაძეთორნიკე კუპატაძექეთი ფხალაძე.მეორე ადგილი:სანდრო წიკლაური,ვახო მაჭავარიანი,თორნიკე გულიაშვილიმალხაზ სოლომნიშვილი.მადლობა მონაწილეებს პროექტში ჩართულობისთვის.
“ანი-Zet-ისა” და „მარი ბროსეს“ სკოლების მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

“ანი-Zet-ისა” და „მარი ბროსეს“ სკოლების მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა დასრულდა მათი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, სკოლის ცხოვრების მხიარული, მრავალფეროვანი, საინტერესო, შემეცნებითი წლები.ემოციური იყო მათი პედაგოგებთან და თანასკოლელებთან დამშვიდობება, – ლამაზი, ფერადი, სევდანარევი, თუმცა მხიარული საღამო, სიამოვნებით და მადლიერების გრძნობით გახსენებული განვლილი თორმეტი წელიწადი.დღეს მათ, უკვე კურსდამთავრებულებმა, კიდევ ერთხელ გაიარეს მშობლიური სკოლის დერეფნებში, სადაც გაიზარდნენ, უამრავი დასამახსოვრებელი დღე გაატარეს და შეუდგნენ ცხოვრების დიდ გზას იმედით აღსავსენი, ბედნიერები.ჩვენი სკოლა უსურვებს თითოეულ მათგანს წარმატებულ მომავალს! გვჯერა, რომ დღეს უკვე ღირსეული ახალგაზრდები, ხვალ საამაყო მამულიშვილები, პროფესიონალები იქნებიან.დასახული მიზნების შესრულებას გისურვებთ ახალგაზრდებო!
“ანი-Zet-ს” ცნობილი მოქანდაკე ქეთი მელქაძე ესტუმრა

“ანი-Zet-ს” ცნობილი მოქანდაკე ქეთი მელქაძე ესტუმრა ქეთი მელქაძემ მასტერ – კლასი ჩაუტარა მოსწავლეებს სამშენებლო რკინის ბადით მცირე ზომის ქანდაკებების შესაქმნელად.ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ თავიანთი შემოქმედებით: “ყვავილი”,”პორტრეტი”, “ვაზა”, “ტორსი”… მრავალფეროვანი ფორმები შექმნეს მოსწავლეებმა.სკოლის დირექცია გულითად მადლობას უხდის ქეთევან მელქაძეს სკოლაში სტუმრობისა და საინტერესო მასტერ – კლასის ჩატარებისთვის.
რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. ფინალში 58 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.ნახევარფინალში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ფინალში მეოთხე ადგილი დაიკავა.მადლობა ახალგაზრდებს მონდომებისთვის და ასეთი კარგი თამაშისთვის.
შემეცნებითი, კოსტუმირებული, მუსიკალური პერფორმანსი Las Meninas – ესპანეთი

შემეცნებითი , კოსტუმირებული, მუსიკალური პერფორმანსი Las Meninas – ესპანეთი ხელოვნების კვირეულის ფარგლებში ჩატარდაშემეცნებითი , კოსტუმირებული, მუსიკალური პერფორმანსი Las Meninas – ესპანეთი VIა კლასი ღონისძიების ორგანიზატორები – დალი გოგორიშვილი და მარინა ჯორჯაძე
“ანი – Zet” – ის 2024 – 2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან

“ანი-Zet-ის” 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან ნინია ანანიაშვილი უნგრეთში, ბუდაპეშტის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა! უნივერსიტეტი დაარსდა 1857 წელს, ეს იყო პირველი ბიზნეს სკოლა ავსტრია-უნგრეთსა და ცენტრალურ ევროპაში. იგი უნგრეთში უდიდესი, ხოლო მსოფლიოში სიძველით მეორე არსებული ბიზნეს სკოლაა ESCP Europe-ის შემდეგ. უნივერსიტეტი აერთიანებს სამ ფაკულტეტს და აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას ისწავლონ ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი.„ანი-Zet“-ის 2025 წლის კურსდამთავრებული დავით ჭაჭიაშვილი სწავლას გერმანიაში აგრძელებს — იგი დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU Dresden) დაფინანსებით ჩაირიცხა კერძო სტუდიენკოლეგში TUDIAS, სადაც ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამას სრულიად უფასოდ გაივლის! TUDIAS არის დრეზდენში მდებარე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს TU Dresden-თან და ამზადებს უცხოელ სტუდენტებს გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, დავითი სწავლას გააგრძელებს TU Dresden-ის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე (Wirtschaftswissenschaften), რომელიც გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტად ითვლება.სანდრო ლომჯარია – წარმატებულად გაიარა კონკურსი Stipendium Hungaricum და სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის (Corvinus University Budapest) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლებლად.ნინი ბაღდავაძე ჩაირიცხა გერმანიაში, ქალაქ კილში მდებარე გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტიში.FH Kiel წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან გამოყენებით უნივერსიტეტს გერმანიაში. იგი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პრაქტიკული სწავლებით, ინოვაციური ტექნოლოგიებით და ძლიერი საერთაშორისო კავშირებით.ნინიმ მოიპოვა 80% დაფინანსება.სკოლის დირექცია ულოცავს ჩვენ კურსდამთავრებულებს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ!
“გაიხარე, გამახარე”

“გაიხარე, გამახარე” “გაიხარე, გამახარე”- არის ღონისძიება, რომელიც პატრიარქის კურთხევით ტარდება ყოველ წელს. ტრადიციულად ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები რგავენ მცენარეებს, ხეებს, ყვავილებს საპატრიარქოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.