საქველმოქმედო კონცერტი - ,,ერთად ვაჩუქოთ სიცოცხლე ბავშვებს“
25 თებერვალს სკოლა ,,ანი-Zet-ისა” და ,,მარი ბროსეს“ მოსწავლეების ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი – ,,ერთად ვაჩუქოთ სიცოცხლე ბავშვებს“. კონცერტიდან შემოსული თანხა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ანგარიშზე გადაირიცხა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღო რვა შემსრულებელმა: ერეკლე დეისაძე, ’’ON THE ROAD“, ’’STRANGE BREW“, “ნუ მიეყრდნობით“, ,,რკო“, SKAZZ , Lexo Ratiani • ლექსო რატიანი და Bacho Jickidze • ბაჩო ჯიქიძე. ჩვენი სკოლისა და ჩვენი მოსწავლეების სახელით გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მუსიკოსს იმ უანგარო მხარდაჭერისა და სიკეთისთვის, რომელიც მათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობით ჩვენდამი გამოხატეს.
ჩვენი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესი იყო საღამოზე შეკრებილი ახალგაზრდების უსაფრთხოება. ამ მხრივ ჩვენ მხარდაჭერა გამოგვიცხადა დაცვის კომპანია ალგანი – Algani Security Company, კომპანიის წარმომადგენლებიც მთელი საღამოს განმავლობაში, სრულიად უსასყიდლოდ, ზედამხედველობდნენ ჩვენი სკოლის ტერიოტორიას.
სკოლა ,,ანი-Zet” და ,,მარი ბროსე“ უდიდეს მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს და სკოლის სხვა თანამშრომლებს ღონისძიების გამართვაში შეტანილი წვლილისათვის.