რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.
ფინალში 58 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
ნახევარფინალში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ფინალში მეოთხე ადგილი დაიკავა.
მადლობა ახალგაზრდებს მონდომებისთვის და ასეთი კარგი თამაშისთვის.