პარტნიორები
პროგრამა „ანი-zet“ გერმანიის პარტნიორი სკოლაა
„ანი-Zet“ გერმანული ენის დიპლომის და გერმანიის პარტნიორი სკოლაა, 2016 წლიდან ჩართული გერმანიის პარტნიორი სკოლების ქსელში. სკოლას ოფიციალურად გადაეცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების ცენტრის (ZfA)-ს მოწმობა, რომლის თანახმად „ანი-Zet”-ის მოსწავლეებს სკოლაშივე შეუძლიათ გერმანული ენის დიპლომის (DSD) პირველი (DSD 1) და მეორე (DSD 2) საფეხურის გამოცდის ჩაბარება, რაც მათ ანიჭებს პრიორიტეტს გერმანიის სასწავლო კოლეჯებსა (DSD-1) და უმაღლეს სასწავლებლებში (DSD 2) ჩაბარების დროს.
გერმანიის მხარე უზრუნველყოფს სკოლას სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სახელმძღვანელოებითა და ტექნიკით. წელიწადში 3-4-ჯერ გერმანიის პარტნიორ სკოლებთან ერთად ტარდება ღონისძიებები, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა მონაწილეობით.
თანამშრომლობა English Book Education-თან
„ანი-Zet“ 2021 წლიდან თანამშრომლობს English Book Education-თან. სკოლაში ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა შემუშავებულია ამ პარტნიორობის ფარგლებში. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მოიპოვონ TOEFEL Primary, TOEFEL Junior and TOEFEL ITP დიპლომები, ხოლო მასწავლებლებს სთავაზობს პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებსა და საინფორმაციო მხარდაჭერას ინგლისური ენის სწავლებაში დანერგილი სიახლეების გასაცნობად. 2021 წელს „ანი-Zet“- ში ჩატარდა მოსწავლეთათვის TOEFEL Primary პირველი გამოცდა.
თანამშრომლობა გოეთეს ინსტიტუტთან
„ანი-Zet“ ასევე თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტთან, რომელთან ერთადაც სკოლამ, რამდენიმე სერიოზული პროექტი განახორციელა (მაგ.: გერმანული ზღაპრების სასწავლო გამოცემა).
ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ ბერლინის ქართულ საზოგადოებასთან
ბერლინის ქართული საზოგადოებასთან. საზოგადოების ხელმძღვანელი ცოლ-ქმარი შრადეების დამსახურებაა სკოლის გერმანულენოვანი წიგნების საბიბლიოთეკო და აუდიო ფონდის შექმნა. ამავე საზოგადოებამ უზრუნველყო „ანი-Zet-ის” მოსწავლეთა ერთწლიანი უფასო სწავლება გერმანიაში.
თანამშრომლობა ქ. ზალცბურგის ევროპული გიმნაზიასთან
„ანი-Zet-ის” პარტნიორია ქ. ზალცბურგის ევროპული გიმნაზია (Europagymnasium Salzburg-Nonntal). 2013 წლიდან ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება გაცვლითი პროგრამა პარტნიორ გიმნაზიასთან. ავსტრიელი მოსწავლეები ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში და ეცნობიან საქართველოს მხარეებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, კულტურასა და ხელოვნებას. საპასუხო ერთთვიანი ვიზიტით „ანი-Zet-ის” მოსწავლეები ჩადიან ზალცბურგში და მონაწილეობენ როგორც გიმნაზიის საგაკვეთილო პროცესში, ასევე მათთვის საგანგებოდ მომზადებულ კულტურულ პროგრამაში.
,,ანი-Zet“ სხვადასხვა პროექტის (მაგ. „სამი ქვეყანა - ერთი ენა“) ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოში ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოებთან.
2018 წლიდან „ანი-Zet-ის" პარტნიორია შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“
მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ხელს უწყობს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას სკოლაში სასწავლო პრაქტიკის გავლის გზით.
,,ანი -Zet-ის" პარტნიორია ავსტრიული ბიბლიოთეკა
,,ანი -Zet-ის” პარტნიორია ასევე თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა, რომელთან თანამშრომლობით ანიცეტელებმა მიიღეს გერმანული ენის ავსტრიული დიპლომის (ÖSD 1 და ÖSD 2) მოპოვების შესაძლებლობა და განახორციელეს არაერთი საინტერესო პროექტი.