4

„ნონა - ოქროს დედოფალი“

2026 წლის 15 მაისს რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში, “ანი – Zet”-სა და მარი ბროსეში, გაიმართა ღონისძიება – „ნონა – ოქროს დედოფალი“, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის იუბილეს მიეძღვნა.
ჭადრაკის თემატიკით გაფორმებულ სკოლის ეზოში, ქართული ცეკვის სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა ნონას უნიკალური საიუბილეო ჭადრაკის ფიგურები გააცოცხლეს.
სიმბოლურად ჭადრაკის ისტორიის დეტალები გათამაშდა.
დამსწრე საზოგადოებამ იხილა ნონა გაფრინდაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო პარტიის რეკონსტრუქცია და სკოლის მიერ მომზადებული ვიდეოჩანახატი.
მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვები, ხოლო სკოლის გუნდმა – ქართული სიმღერები. 
ღონისძიება, განსაკუთრებულად თბილ და სადღესასწაულო გარემოში მიმდინარეობდა .
სკოლის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს მობრძანებისთვის, კეთილი სურვილებისა და თბილი სიტყვებისთვის.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.
ღონისძიების ორგანიზატორები:
ქეთი აბაშიძე და დალი გოგორიშვილი

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved