სკოლაში მიღების წესები
პირველკლასელთა მიღება
I კლასში წინასწარი რეგისტრაციისთვის მშობელი/მეურვე წერს განცხადებას, ავსებს ანკეტას (იხ. დანართი 1), ეცნობა სკოლის შინაგანაწესს და აფორმებს ხელშეკრულებას სკოლის დირექციასთან.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი საბუთებია:
- დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
- მშობლების/მეურვის პირადობის მოწმობების ქსეროასლები და ცნობები სამუშაო ადგილებიდან;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4.
II – XI კლასში მობილობა
II – XI კლასებში გადმოსვლის შემთხვევაში მოსწავლეები გაივლიან გასაუბრებას სხვადასხვა საგნებში.
- მოსწავლე და მისი მშობელი ვალდებულნი არიან, დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
- I-IX კლასის მოსწავლეებისათვის სავალდებულოა სასკოლო ფორმა (ფორმების შეკვეთა ხდება მისამართზე: მცხეთის ქ. 2, ტურისტული სააგენტო „ფეშენ თრეველი“, ტ: 2 94 64 64; 5 99 28 28 88);
- მოსწავლის სამოსი, ვარცხნილობა, საქციელი უნდა შეესაბამებოდეს სასწავლებლის შინაგანაწესს;
- მოსწავლე არ ტოვებს სკოლის ტერიტორიას კლასის დამრიგებლის ნებართვის გარეშე;
- სასწავლო პროცესის დროს მშობელი არ დაიშვება სკოლის ტერიტორიაზე (გარდა ღონისძიებებისა). მშობელი ელექტროფონის მეშვეობით უკავშირდება სართულის მორიგეს მოსწავლის წასაყვანად;
- 1 ივნისი მომავალ პირველკლასელთა გაცნობის დღეა.