დღის განრიგი
ძირითადი საგაკვეთილო პროცესი გრძელდება:
09:00 – 16:00 საათამდე (I-XII კლ.),
გახანგრძლივებული დღე – 17:30-მდე(I-VI);
14:25 – 15:10 საათამდე (VII- XII კლ.).
I-VI კლასის მოსწავლეების კვების საათები:
საუზმე – 11:55- 12:10 სთ;
სადილი – 14:00 -15:30სთ.
მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებისათვის:
საუზმე – 11:00სთ;
სადილი – 14:00 – 14:30სთ;
სამხარი – 15:30 – 16:30სთ.
მოსწავლეებისთვის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემუშავებულია შემეცნებით-აღმზრდელობითი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათი თვალსაწიერის გაფართოებას და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. პარასკევი დღე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იგეგმება. ორშაბათის დავალებებს მოსწავლეები შინ ამზადებენ.
VII-XII კლასების მოსწავლეებს საჭიროებისამებრ ენიშნებათ საკონსულტაციო საათები სხვადასხვა საგნებში.
გახანგრძლივებული დღის განმავლობაში (I-VIკლ.) მოსწავლეები აღმზრდელების მეთვალყურეობით მეცადინეობენ, მიირთმევენ, ისვენებენ, საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მუშაობენ სხვადასხვა საგნების პედაგოგებთან, მონაწილეობენ სტუდიების მუშაობაში: აკადემიური მუსიკა (გუნდი), ხალხური სიმღერა (ვაჟთა გუნდი), ქართული ნაციონალური და სახასიათო ცეკვები, ჭადრაკი, კრეატიული დიზაინი.
მოსწავლეებისთვის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემუშავებულია შემეცნებით-აღმზრდელობითი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათი თვალსაწიერის გაფართოებას და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
პარასკევი დღე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იგეგმება. ორშაბათის დავალებებს მოსწავლეები შინ ამზადებენ.
VII-XII კლასების მოსწავლეებს საჭიროებისამებრ ენიშნებათ საკონსულტაციო საათები სხვადასხვა საგნებში.
შემეცნებით-აღმზრდელობითი პროგრამა
I–VI კლასების მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ შემუშავებულია აღმზრდელობითი პროგრამა, რომელიც საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათისაა და ძირითადად დღის მეორე ნახევარში ხორციელდება.
პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, თვითშეფასების, ანალიზის, დიალოგისა და გამოხატვის უნარების განვითარებას, სახალისო და შემეცნებით პროექტებში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.
პროგრამის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების, სპორტის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებსა თუ მოვლენებს. მოსწავლეები ეცნობიან საზოგადო მოღვაწეების, საინტერესო ადამიანების ბიოგრაფიებს, შესაბამისი შინაარსის მქონე ანიმაციურ, დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთიკისა და ეტიკეტის საკითხებს. მოსწავლეები კვირის მანძილზე განხილულ თემებს პრეზენტაციის სახით ტრადიციულ ,,პარასკევობებზე“ წარმოადგენენ.
პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების მიზნით არაერთი აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიება ტარდება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურ პროექტებსა და საქველმოქმედო აქციებზე , გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან თანაცხოვრებასა და ტოლერანტობაზე.
თაობათა ინტეგრაციის მიზნით პროექტებში ჩართულები არიან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.