გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში
2024 წლის სასკოლო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში მე-7 ა კლასის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირი გაიმართა ოლიმპიური სისტემით, რომელშიც მონაწილეობდა 200-ზე მეტი მოსწავლე.
ფინალური მატჩი წარიმართა მე-7 ა კლასსა და მე-4 ა კლასს შორის და დასრულდა ანგარიშით 3:1.
კახი ჩიგოგიძე,ნიკო ჩიქოვანი,ანა ქურთუბაძე და დავით ეგუტიძე დაჯილდოვდნენ ოქროს მედლებით.
მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მე-4 ა კლასის გუნდმა მოიპოვა – დემეტრე გურგენიძის,იოანე ტაბიძის,გიორგი ფარაჯიანისა და ტიტე როსტომაშვილის შემადგენლობით,რაც მათ დიდ წარმატებად უნდა ჩავთვალოთ.
მესამე ადგილზე გავიდა მე-7 ა კლასის მეორე გუნდი.