ბოლო ზარი - 2026
სკოლა ,,ანი – Zet“-სა და ,,მარი ბროსეში“ ბოლო ზარი დაირეკა.
დასრულდა წლები, რომლებმაც ჩვენი სკოლა თქვენი ხმაურიანი დღეებით, გულწრფელი ემოციებით, მეგობრობითა და დაუვიწყარი ისტორიებით განსაკუთრებულ ადგილად აქცია.
დღეიდან ახალი ეტაპი იწყება – ახალი მიზნებით, დიდი ოცნებებითა და შესაძლებლობებით.
გვჯერა, რომ სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ყოველთვის თან წაიღებთ იმ ღირებულებებს, გამოცდილებასა და ჰუმანურობას, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სკოლამ შეგძინათ.
მადლობა ჩვენს მასწავლებლებს, დამრიგებლებსა და მშობლებს – იმ ყოველდღიური შრომისა და მხარდაჭერისთვის, რომელმაც ამ გზაგასაყარამდე მოგვიყვანა.
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებო, გისურვებთ წარმატებას, გაბედულ ნაბიჯებსა და იმ ოცნებების ასრულებას, რომლისკენაც ასე მონდომებით მიისწრაფვით.
გვჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას და ცხოვრების გზის ღირსეულად გავლას.





