4

„ანი-Zet“-სა და “მარი ბროსეში” გვეწვია უნივერსიტეტი - GIPA

„ანი-Zet“-სა და “მარი ბროსეში” გვეწვია უნივერსიტეტი – GIPA, რომელმაც მოსწავლეებისთვის ჩაატარა პრეზენტაცია პროფესიული ორიენტაციის თემაზე.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობების, პროფესიის სწორად შერჩევის მნიშვნელობისა და იმ უნარების შესახებ, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერის დასაგეგმად.
პრეზენტაცია ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, რამაც ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი ინტერესები და უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი ძლიერი მხარეები.
მადლობას ვუხდით GIPA-ს სასარგებლო პრეზენტაციისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაეხმარა ჩვენს მოსწავლეებს საკუთარი მომავლის სწორად დანახვაში.

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved