4

"ანი-Zet-ის" 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან

ნინია ანანიაშვილი უნგრეთში, ბუდაპეშტის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა! 🇭🇺უნივერსიტეტი დაარსდა 1857 წელს, ეს იყო პირველი ბიზნეს სკოლა ავსტრია-უნგრეთსა და ცენტრალურ ევროპაში. იგი უნგრეთში უდიდესი, ხოლო მსოფლიოში სიძველით მეორე არსებული ბიზნეს სკოლაა ESCP Europe-ის შემდეგ. უნივერსიტეტი აერთიანებს სამ ფაკულტეტს და აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას ისწავლონ ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი.
„ანი-Zet“-ის 2025 წლის კურსდამთავრებული დავით ჭაჭიაშვილი სწავლას გერმანიაში აგრძელებს — იგი დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU Dresden) დაფინანსებით ჩაირიცხა კერძო სტუდიენკოლეგში TUDIAS, სადაც ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამას სრულიად უფასოდ გაივლის! 🇩🇪
TUDIAS არის დრეზდენში მდებარე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს TU Dresden-თან და ამზადებს უცხოელ სტუდენტებს გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, დავითი სწავლას გააგრძელებს TU Dresden-ის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე (Wirtschaftswissenschaften), რომელიც გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტად ითვლება.
სანდრო ლომჯარია – წარმატებულად გაიარა კონკურსი Stipendium Hungaricum და სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის (Corvinus University Budapest) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლებლად.👨‍🎓
ნინი ბაღდავაძე ჩაირიცხა გერმანიაში, ქალაქ კილში მდებარე გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტიში.
FH Kiel წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან გამოყენებით უნივერსიტეტს გერმანიაში. იგი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პრაქტიკული სწავლებით, ინოვაციური ტექნოლოგიებით და ძლიერი საერთაშორისო კავშირებით.
ნინიმ მოიპოვა 80% დაფინანსება.🙌🏼
სკოლის დირექცია ულოცავს ჩვენ კურსდამთავრებულებს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ!

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved