4

"ანი-ZET-ის" შესახებ

მიზანი

ქართული სკოლის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; ახალგაზრდების სათანადო მომზადება საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის.

ისტორია

სახელწოდება „ა-Z” („ანი-Zet“) (ქართული ანბანის პირველი და ლათინური ანბანის ბოლო ასოები) ქართულ და ევროპულ კულტურათა ურთიერთკავშირს გულისხმობს.

სკოლა 2000 წელს ქართულ-გერმანული სკოლა „ა-Z-ის” სახელით დააფუძნეს გერმანისტმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მარინა ანდრონიკაშვილმა (დირექტორი) და ქიმიკოსმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ სარაჯიშვილმა.

დაფუძნების დღიდან კონტიგენტის ზრდის გამო, სკოლამ ოთხჯერ შეიცვალა მისამართი (2000 წ. პეტრიაშვილის ქ. – 21-ე სკოლის შენობა; 2002 წ. ფიზკულტურის ქ. – კერძო სახლი; 2004წ. – ფიზიკის ინსტიტუტის შენობა, 2011 წ.  –  ზ. ფალიაშვილის ქ. 42).

2011 წელს  სამ პარტნიორ სკოლასთან ერთად (მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა, სკოლები ,,სენტ-ეგზუპერი“ და „მოძღვარი“)  შეიძინა ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი 57-ე სკოლის შენობა და დააფუძნა „რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი“, რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამის სახით განაგრძო ფუნქციონირება. დამფუძნებელი სკოლები საგანმანათლებლო პროგრა- მების სახით ინარჩუნებენ თვითმყოფადობას, ინდივიდუალობას, გადაწყვეტილების ერთპირონულობას, როგორც ევროპის გაერთიანებაში შემავალი ცალკეული ქვეყნები. ამ გაერთიანებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკულად განხორციელდა რ. შუმანის მიერ დეკლარირებული განახლებული ევროპის გაერთიანების პრინციპი -,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში.”

მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ანი-Zet“- ში  2013 წელს გაიხსნა ინგლისური სექტორი; 2015 წელს სკოლა ოფიციალურად გახდა გერმანიის პარტნიორი; 2020 წელს კი ,,ანი-Zet-ს“ შეუერთდა ფრანგული სექტორი – პროგრამა ,,მარი ბროსე”, საფრანგეთის პარტნიორი სკოლა, რომლის ფრანგული ნაწილი ამავე დროს დამოუკიდებელია და ინარჩუნებს საერთაშორისო სკოლის სტატუსს.

„ანი-Zet“ მოიაზრება ევროპული ორიენტაციის ქართულ სკოლად საქარათველოსა და ევროპულ ქვეყნებში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის, მიმდინარე სასკოლო რეფორმების მოთხოვნებისა და მიზნების შესაბამისად მომზადებული სასწავლო  აღმზრდელობითი პროგრამებით. სკოლაში   ფუნქციონირებს სამი სექტორი: გერმანული, ინგლისური და ფრანგული.  „ანი-Zet“- ს ჰყავს პარტნიორი გიმნაზიები: ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.

ჩვენ შესახებ

ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული პიროვნებების აღზრდა; 

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved