"ანი-Zet-ისა" და „მარი ბროსეს“ სკოლების მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
დასრულდა მათი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, სკოლის ცხოვრების მხიარული, მრავალფეროვანი, საინტერესო, შემეცნებითი წლები.
ემოციური იყო მათი პედაგოგებთან და თანასკოლელებთან დამშვიდობება, – ლამაზი, ფერადი, სევდანარევი, თუმცა მხიარული საღამო, სიამოვნებით და მადლიერების გრძნობით გახსენებული განვლილი თორმეტი წელიწადი.
დღეს მათ, უკვე კურსდამთავრებულებმა, კიდევ ერთხელ გაიარეს მშობლიური სკოლის დერეფნებში, სადაც გაიზარდნენ, უამრავი დასამახსოვრებელი დღე გაატარეს და შეუდგნენ ცხოვრების დიდ გზას იმედით აღსავსენი, ბედნიერები.
ჩვენი სკოლა უსურვებს თითოეულ მათგანს წარმატებულ მომავალს!
გვჯერა, რომ დღეს უკვე ღირსეული ახალგაზრდები, ხვალ საამაყო მამულიშვილები, პროფესიონალები იქნებიან.
დასახული მიზნების შესრულებას გისურვებთ ახალგაზრდებო!