“ანი- zet- ისა” და “მარი ბროსეს” სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში
შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით.
მასში მონაწილეობდნენ შერჩევით ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები.
პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა მე-5ა კლასელმა დემეტრე გურგენიძემ ,რომელმაც ფინალში დაამარცხა თანაკლასელი გიორგი ფარაჯიანი.
ეს პარტია იყო ტურნირის ყველაზე ლამაზი პარტია- ,,დახშული შამათი”.
აღსანიშნავია ,რომ ორივე მოჭადრაკემ დაინახა ეს ტაქტიკა… მესამე ადგილი კი წილად ხვდა მე-8 კლ.მარიამ ტალიაშვილს
ტურნირი წარიმართა ძალიან საინტერესოდ ,დიდი მადლობა მონაწილეებს და ორგანიზატორებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და მედლებით.
ასევე გაიმართა 2025 წლის სკოლის გამარჯვებული მოჭადრაკეების გუნდის დაჯილდოვება.
პირველი ადგილი და შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები მოიპოვეს მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა : დ.გურგენიძემ,გ.ფარაჯიანმა,კ.ფაღავამ,ა.დანიბეგაშვილმა და ი.ტაბიძემ





