კლუბის წევრების მიზანია ევროპული ენებისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, ამავე დროს ქართული კულტურის პოპულარიზაცია უცხოთში. კლუბის წევრები- მოსწავლეები, სკოლის კურსდამთავრებულები, პედაგოგები და მშობლები - სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან, უცხოურ და ქართულ ორგანიზაციებთან ერთად სკოლაში თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში
მართავენ კონცერტებს, სპექტაკლებს, გამოფენებს, ლიტერატურულ და თემატურ საღამოებს, ინტელექტუალურ თამაშებს, შეხვედრებს ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეებთან.