„ანი-ZET”-ის აღმზრდელობითი პროგრამა რამდენიმე ასპექტით მუშაობას ითვალისწინებს:

საგანმანათლებლო - აღმზრდელობითი პროგრამა

„ა - Z“ -ში შემუშავებულია საგანმანათლებლო - აღმზრდელობითი პროგრამა  I-VI    კლასებისათვის, რომელიც ძირითადად  დღის მეორე ნახევარში ხორციელდება. ყოველ სასწავლო წელს, ასაკის შესაბამისად, მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაციები ისტორიის, ბუნების, ხელოვნების და სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ.  ისინი ეცნობიან აღმზრდელობით საკითხებზე შექმნილ ლეგენდებს, მოთხრობებს, იგავ-არაკებს და შესაბამისი შინაარსის მქონე ანიმაციურ, დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებს. თითოეულ კლასს გააჩნია ინდივიდუალური პროგრამა.

ქართულის, მათემატიკის, უცხო ენების, ბუნების პედაგოგები სემესტრში ერთხელ წარმოადგენენ მოსწავლეებთან და ხშირად მათ მშობლებთან ერთადაც მომზადებულ ღონისძიებებს, საღამოებს, სპექტაკლებს, სხვადასხვა თამაშობებს.

ესთეტიური აღზრდის პროგრამა

პროგრამა I – VI კლასის მოსწავლეთა აუცილებელ ჩართულობას ითვალისწინებს
 „ა - Z” -ის პროგრამით გათვალისწინებული შემოქმედებითი სტუდიებში:
საბავშვო საესტრადო და კლასიკური სიმღერა;
ხალხური მუსიკა და გალობა( ვაჟთათვის);
ქართული ნაციონალური მსოფლიოს ხალხთა სახასიათო ცეკვები;
კრეატიული დიზაინი;
ჭადრაკი.
სტუდიების სამუშაო პროგრამები ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით არის შედგენილი. სტუდიები ყოველ სემესტრში წარმოადგენენ მუშაობის შედეგებს
კონცერტების, სპექტაკლების, ღია გაკვეთილების, პრეზენტაციების, კონკურსების სახით.
სტუდიების მუშაობის ხარისხზე მიუთითებს მათი  წარმატებები სხვადასხვა კონკურსებზე.  საესტრადო და კლასიკური სიმღერის გუნდმა 2015 წელს გაიმარჯვა და ოქროს მედალი აიღო I ეროვნულ კონკურსზე  საქართველოს საგუნდო კოლექტივებს შორის, 2016 წელს კი მეორე ადგილი დაიმსახურა. ასევე სახასიათო ცეკვების ანსამბლებმაც საპრიზო ადგილები დაიმსახურეს  ვახტანგ ჭაბუკიანის სახ. კონკურსზე  ქორეოგრაფიულ სტუდიათა შორის( 2014 და 2015 წწ.).    

ღონისძიებები

ყოველ პარასკევს საინტერესო ღონისძიებებით  სკოლა ცდილობს I- XII კლასის მოსწავლეთა აღმზრდელობითი პროცესის ხელშეწყობას;  ღონისძიებებში მოსწავლეებთან ერთად  ხშირად მშობლები და მოწვეული სტუმრები იღებენ მონაწილეობას.
სკოლა საინტერესო და მრავალფეროვანი (მაგ. წიგნის დღე, დედამიწის დღე, ხილის ფესტივალი,ფოლკორისსაღამო, რომანსის საღამო და სხვა) ღონისძიებებით აღნიშნავს.მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს- მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა იუბილეებს, ისტორიულ თარიღებს, საერო და საეკლესიო დღესასწაულებს -  ეწყობა ექსკურსიები მუზეუმებისა და ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად; მოსწავლეები ესწრებიან სპექტაკლებსა და ვერნისაჟებს; ხშირია შეხვედრები ცნობილ, საინტერესო ქართველ და უცხოელ მოღვაწეებთან, ვიქტორინები, თემატური  კონფერენციები თუ პრეზენტაციები.

“ა-Z” -ის მოსწავლეებს მრავალი ჯილდო აქვთ მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში. მოსწავლეთა წახალისების მიზნით
სკოლა აწყობს გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალებს. წელიწადში ორჯერ - საშობაოდ და სააღდგომოდ - ეწყობა საქველმოქმედო აქციები, ბაზრობები, კონცერტები, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
შემოსული თანხა და საჩუქრები - წიგნები, სასკოლო ინვენტარი, აუდიო- ვიდეოტექნიკა, სპორტული ინვენტარი და სხვა პირადი მოხმარების საგნები სხვადასხვა დროს გადაეცა დაწესებულებება თუ ფიზიკ ურ პირებს, რომლებიც საჭიროებდნენ დახმარებას.


შემოქმედებითი სტუდიები და სპორტული სექციებ
ი  

მოსწავლეების ნიჭის, შესაძლებლობების განვითარების მიზნით „ა-Z“-ში ფუნქციონირებს სხვადასხვა შემოქმედებითი სტუდიები და სპორტული სექციები, რომელთაც ცნობილი პროფესიონალები უწევენ კურირებას. სექციები ფასიანია(იხ. ხელოვნების სტუდია „ა-Z“).

მოსწავლეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგები ერთობლივად დაგეგმონ და გუდაურსა თუ ბაკურიანში „ა-Z“-ის პარტნიორ სპორტულ სკოლა - ბანაკებში გაატარონ.