პროექტის „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ ფარგლებში რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში 23 მაისს ჩატარდა ზღაპრების წიგნების „კომბლესა“ და „მეფე-ბაყაყი ანუ რკინის ჰაინრიხის“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრნენ გერმანული და ავსტრიული ინსტიტუციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოში: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰუბერტ ქნირში, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი არად ბენკო, გერმანული ენის კონსულტანტ-კოორდინატორი საქართველოში, ქალბატონი ანგელა შმიდტი, გერმანული დიპლომის სკოლის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლები: „კომბლე“ და „მეფე-ბაყაყი ანუ რკინის ჰაინრიხი“. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო „ანი-Zet-ის“ მოსწავლეთა აკადემიურმა გუნდმა. 

„ანი-Zet“ დაფუძნებიდან ემსახურება გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას.