"ანი-Zet-ში" დღეს, 24 აპრილს, ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს და შეიძინეს ჩვენი სკოლის მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები.

ამ დროისთვის შემოსული თანხა, 1000 ლარი, მთლიანად გადაერიცხება  21 წლის გიორგი კალიაევს, რომელსაც დაუდგინდა ლეიკემია და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია თურქეთში. ოპერაციისთვის საჭირო თანხა თბილისის მერიამ დააფინანსა, მაგრამ საჭიროა კიდევ 15 000 დოლარი შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
თუ თავადაც გსურთ გიორგის დახმარება იხილეთ ანგარიშის ნომრები :
საქართველოს ბანკი – GE44BG0000000607618300
თიბისი ბანკი – GE17TB7712145061100086
ლიბერთი ბანკი - GE54LB0111142322316000
მიმღები – მაკა ვარინა
0901700483 – ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან - 1 ლარი.