„ანი-Zet“-ის პროექტს „ჩემი ზღაპარი“ ამჯერად გერმანულენოვანი გამოცემა „Begegnung“. ეხმაურება ჟურნალი 1980 წლიდან გამოდის და გერმანიის სკოლებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გერმანულენოვანი სკოლების მიერ გაწეულ სამუშაოზე მოგვითხრობს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან „ანი-Zet“-ი საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების ცენტრის (ZfA) მხარდაჭერით გერმანულენოვანი სკოლების (DSD-Schulen) მოსწავლეებისთვის (VII – XII კლ) ატარებს წერით კონკურსს „ჩემი ზღაპარი“. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს მოსწავლეთა გერმანული ენის ცოდნის დონე, ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები. მოსწავლეთა მიერ შეთხზული და ილუსტრირებული ზღაპრები უკვე ორჯერ გამოიცა კრებულის სახით და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინა. 

ჟურნალის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:https://drive.google.com/file/d/1kO5OAqWVgX4Y84OicEhziHuSXXTSFUWL/view?fbclid=IwAR1Ynev_kvKTQ_eLL-XsqlKqaAc1i7bqPb-ZZxnP-zxAWrJgiCG3up-e64s

სტატიის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://drive.google.com/file/d/1gLk81LllN6wE1fk1u77NrciKPASF-Y9d/view?fbclid=IwAR1YrtfyHLEWmiuywxVLRrZuLeXCtuSt9chA8nIVxuIbEb3H8pRWFA5UANw