"ანი-Zet-ის" მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი, მხიარული და გემრიელი "მასლენიცას" დღესასწაული რუსული ენის პედაგოგის, ქალბატონი ნატალია მოსინას ხელმძღვანელობით მოაწყვეს. მოსწავლეებმა დღესასწაულის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს, გაკვეთილის ბოლოს კი თანაკლასელებსა და მასწავლებლებს თავიანთი მომზადებული თაფლიანი, არაჟნიანი და შოკოლადიანი ბლინებით გაუმასპინძლდნენ.