21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა.

კულტურის პოპულარიზაციის ცენტრისა და საქართველოს გიდების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა აქცია-პერფორმანსი #ესსაქართველოა _ სახელმწიფო სიმბოლიკის ხელშეუხებლობისა და ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვის მოთხოვნით. დაიგეგმა რამდენიმე უფასო ტური.

ამ მნიშვნელოვან აქციას შეუერთდნენანი-Zet-ისუფროსკლასელები და მონაწილეობა მიიღეს ტურშიტოლერანტული თბილისი“.

მოსწავლეები გაეცნენ, თუ როგორ თანაცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები ძველ თბილისში.

განსაკუთრებული მადლობა აქციის ორგანიზატორებსა და ჩვენს გიდს, ბატონ დავით ხანთაძეს საინტერესო ექსკურსიისთვის!