25 დეკემბერს "ანი-Zet-ის" ტრადიციული საქველმოქმედო აქცია _ საშობაო ბაზრობა გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ დამზადებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთები, გემრიელი საშობაო ნამცხვრები და ტკბილეული.

ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად მთელ სკოლას აერთიანებს, ერთი მიზნით _ ქველმოქმედებისთვის იმართება.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გვესტუმრა და მონაწილეობა მიიღო საშობაო გამოფენაგაყიდვაში