25 დეკემბერს, 16:00 საათზე "ანი-Zet" ტრადიციულ საქველმოქმედო აქციას _ საშობაო ბაზრობას უმასპინძლებს.
გასაყიდად წარმოდგენილი იქნება ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ დამზადებული ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები.
გეპატიჟებით საუკეთესო განწყობის შესაქმნელად! განსხვავებული და საინტერესო საახალწლო საჩუქრების შეძენა ჩვენთან ძალიან სახალისოა.