12-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე "ანი-Zet"-მა წარმოადგინა ZFA-თან (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების ცენტრი) ერთობლივი პროექტი _ "Mein Märchen". სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ანანო გაფრინდაშვილმა და გერმანული ენის მასწავლებელმა თამილა ჯიქიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მოსწავლეთა მიერ გერმანულ ენაზე დაწერილი და ილუსტრირებული ზღაპრების კრებულები. წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა!
შეგახსენებთ, რომ "ანი-Zet" ერთადერთი სკოლაა, რომელიც გერმანულმა მხარემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მიიწვია.