• რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება?

-         „ანი-ZET” ქართული სკოლაა უცხო ენების გაღრმავებული სწავლებით.

  • უცხო ენების გაღრმავებული სწავლება ხომ არ ნიშნავს, რომ ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებს არ ექცევათ სათანადო ყურადღება?

           - არავითარ შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი ფიზიკური ქიმიის სპეციალისტია . ამ საგნებს  განათლების სამინისტროს პროგრამით გათვალისწინებულზე მეტი საათები აქვს დათმობილი, როგორც მათემატიკაში, ისე ფიზიკასა და ქიმიაში.

       *„ანი-ZET”-ში მომავალი პირველკლასელებისათვის  სავალდებულოა თუ არა ტესტირება?

    -    ,,ანი-ZET”-ში მიიღება  პირველ კლასში მიიღება მოსწავლე მისი შესაძლებლობების მიუხედავად,ამიტომ ისინი არ გაივლიან ტესტირებას.

  • სავალდებულოა თუ არა ფორმის ტარება ანიცეტელებისთვის და შედის თუ არა სწავლების გადასახადში სასკოლო ფორმის საფასური?

-         I-IX  კლასის მოსწავლეებისათვის სავალდებულოა ფორმის ტარება სკოლაში და სკოლის მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებაზე, ექსკურსიების გარდა .

  • რა საბუთებია საჭირო „ანი-ZET”-ში მოსწავლის ჩასარიცხად?

-         იხ. მოსწავლეთა მიღების წესები.

  • როგორ ხდება მოსწავლეთა მიღება „ანი-ZET”-ში?

-         იხ. მოსწავლეთა მიღების წესები.

  • როდის არის ღია კარის დღე პირველ კლასში შემოსვლის მსურველთა მშობლებისათვის?

          -მარტის თვის 1-15 რიცხვებში, თუ მანამდე ადგილები შევსებული არ იქნება  .

  • როდის არის ღია კარის დღე ”ანი-zet”-ის მოსწავლეთა მშობლებისათვის და როგორ იგებს მშობელი მოსწავლის მოსწრების შესახებ ინფორმაციას?

-         ყოველი თვის მესამე პარასკევი ღია კარის დღეა 14:00 – 16:00სთ.მოსწავლის მოსწრების შესახებ ინფორმაციას მშობელი იგებს ინტერნეტჟურნალის საშუალებით. დაბალი მოსწრების ან უდისციპლინობის შემთხვევაში დამრიგებელი ვალდებულია, შეატყობინოს მშობელს.

  • რამდენად დაცულია მოსწავლის უსაფრთხოება?

-         რ. შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის შენობის შემოსასვლელში დარაჯი აკონტროლებს უცხო პირთა შემოსვლასა და მოსწავლეთა გასვლას. „ანი-ZET”-ში ორივე სართულის შემოსასვლელი კონტროლდება დაცვის თანამშრომლის მიერ. დასვენებაზე კორიდორს მეთვალყურეობენ მორიგე მასწავლებლები.

  • მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის შემთხვევაში სავალდებულოა თუ არა ექიმის ცნობის წარმოდგენა?

-         გაცდენის შემთხვევაში მშობელი ვალდებულია, შეატყობინოს დამრიგებელს. ხშირი გაცდენის შემთხვევაში  (განსაკუთრებით სასკოლო წერების გაცდენისას ) სავალდებულოა ცნობა.

  • გაცდენების გამო ჩამორჩენილ მოსწავლესთან ინდივიდუალურად  მუშაობს თუ არა პედაგოგი?

-         ინდივიდუალურად მოსწავლესთან მუშაობის საჭიროების შემთხვევაში (ეს ეხება უცხოეთიდან გადმოსულ მოსწავლეებსაც) პედაგოგი ვალდებულია დაეხმაროს მოსწავლეს ხარვეზის აღმოფხვრამდე.

  • მონაწილეობენ თუ არა თქვენი მოსწავლეები ოლიმპიადებში და როგორია მათი შედეგები?

-         ანიცეტელები სისტემატურად და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის ოლიმპიადებში („ევერესტი“, „კინგსი“, „ლოგომეტრი“ ...), განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ უცხო ენებსა და მათემატიკაში.

  • როგორია თქვენი კურსდამთავრებულთა უმაღლეს სასწავლებლებში მოწყობის სტატისტიკა?

-         „ანი-ZET”-ის უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული საქართველოსა თუ უცხოეთის პრესტიჟულისასწავლებლების სტუდენტი გახდა, უმრავლესს შემთხვევაში მაღალპროცენტიანი დაფინანსებით.

  • რა ღირს სწავლა „ანი-ZET”-ში, როგორია გადახდის წესი და რა მომსახურება შედის საფასურში?
  •        - 2018/19 სასწ. წელს სწავლის გადასახადი „ანი-ZET-ში" 4800 ლარია, რომლის გადახდა, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ორჯერადად ან ოთხჯერადად ხორციელდება.  გადახდის განრიგი ასეთია: 10 ივნისამდე -წინასწარ, 10 სექტემბრამდე, 10 დეკემბრამდე და 10 მარტამდე.მოსწავლე გადმოსვლის შემთხვევაში ხელსეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში იხდის გადასახადის მეოთხედს.

I–VI კლასში მოსწავლეთა სწავლის საფასური მოიცავს: სასწავლო პროცესს გახანგრძლივებული დღის რეჟიმის ჩათვლით, ორჯერად კვებასა და 4 ან 5 სტუდიაში (გუნდი, ცეკვა, დიზაინი, ჭადრაკი) მუშაობას; ასევე 2 ექსკურსიას ქალაქგარეთ.

VII–XII  კლასელებისთვის ეს მხოლოდ სწავლის საფასური გახლავთ.

  • მოსალოდნელია თუ არა საფასურის ცვლილება?

          -  ხელშეკრულების მიხედვით სწავლის საფასური არ იცვლება 4 წელი. ქვეყანაში  მიმდინარე ინფლიაციის პირობებში 4  წლის შემდეგ სკოლა იტოვებს უფლებას, გადასახადი გაზარდოს მაქსიმუმ 10-%-ით.