პირველ კლასში მოსწავლის შემოყვანის შემთხვევაში მშობელი/მეურვე წერს განცხადებას, სადაც უთითებს სექტორს (გერმანული, ინგლისური) და თან ურთავს მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელ საბუთებს: დაბადების მოწმობის ქსეროასლი, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ; ჯანმრთელობის ცნობა ფორმაN100 ; მშობლების/ მეურვის პირადობის მოწმობების ქსეროასლები და ცნობები სამუშაო ადგილებიდან; 2 ფოტოსურათი (3X4); ავსებს ანკეტას (ბავშვის ფსიქოემოციური დახასიათება და მედიკამენტზე დამოკიდებულების მინიშნება,იხ. დანართი 2), ეცნობა სკოლის შინაგანაწესს და აფორმებს ხელშეკრულებას სკოლის დირექციასთან.

„ანი-ZET”-ში მიიღება ყველა პირველკლასელი მოსწავლე ტესტირებას გარეშე მისი შესაძლებლობების მიუხედავად.

II-IV კლასებში გადმოსვლის მსურველი მოსწავლე გაივლის გასაუბრებას; V –XI კლასებში გადმომსვლელი კი -- ტესტირებას უცხო ენასა და მათემატიკაში; X-XI კლასებში -- ასევე დამატებით გასაუბრებას ქიმიასა და  ფიზიკაში.

გასაუბრებისა და ტესტირების გავლის შემდეგ მშობელი წერს განცხადებას, თან ურთავს ყოფილი დამრიგებლის დახასიათებას  და აფორმებს ხელშეკრულებას დირექციასთან.

მოსწავლის ანკეტა (ჩამოტვირთვა)