•        ყოველწლიურად სკოლა მუშაობასაახლებს სექტემბერში, მესამე კვირის ორშაბათს;

  •        სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 9:00სთ-ზე. დაგვიანებული მოსწავლე გამოტოვებს პირველ გაკვეთილს.
    I-VI კლასის მოსწავლეებს აქვთ საშუალება გაკვეთილები მოამზადონ პედაგოგ-აღმზრდელის მეთვალყურეობითგახანგრძლივებული დღის რეჟიმში 17:30სთ-მდე.  სასკოლო ტრანსპორტი გადის 18:30სთ-ზე. მოსწავლეს შეუძლია დარჩეს მორიგე პედაგოგთან, 18:15სთ-მდე თუ მშობელს მისი სამუშაოს დასრულების 
    დრო არ აძლევს  საშუალებას 17:30სთ-თვის გაიყვანოს ბავშვი. (ამის დამადასტურებლად მშობელმა სამსახურიდან  უნდა წარმოადგინოს ცნობა).

  •        I-VI კლასის მოსწავლეების კვების საათებია: საუზმე - 11:10- 11:25 სთ;

                                                                                           სადილი - 14:30 -15:30სთ.

   მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებისათვის:  საუზმე - 11:00სთ;

                                                                                           სადილი - 14:00 – 14:30სთ;

                                                                                           სამხარი - 15:30 – 16:30სთ.

      (იხ. დანართი 1)

  •  I-VI კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაკვეთილების მომზადების პარალელურად ყოველდღიურად ჩაერთონ სხვადასხვა შემოქმედებითი და სპორტული სტუდიების/სექციების   მუშაობაში: ბავშვთა საესტრადო და  აკადემიური სიმღრის გუნდი, ხალხური სიმღერის ვაჟთა გუნდი, ქართული ნაციონალური და მსოფლიო ხალხთა სახასიათო ცეკვები, ჭადრაკი, კრაეტიული დიზაინი.