• I-IX კლასის მოსწავლეებისათვის სავალდებულოა ფორმის ტარება ( ფორმების შეკვეთა ხდება მისამართზე: მცხეთის ქ. #2 „ფეშენ თრეველი“, ტ: 2 94 64 64; 5 99 28 28 88);
  • მოსწავლე ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანაწესი;
  • მოსწავლე არ ტოვებს სკოლის ტერიტორიას დამრიგებლის ნებართვის გარეშე;
  • მშობელი ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმოს ხელშეკრულება დირექციასთან;
  • მშობელთათვის ღია კარის დღე ყოველი თვის მესამე პარასკევია, სხვა დღეებში მშობელი სკოლის ტერიტორიაზე არ შემოდის (ღონისძიების დღეების გარდა) და შვილის წასაყვანად ელექტროფონის მეშვეობით უკავშირდება სართულის მორიგეს;
  • 1 ივნისი მომავალ პირველკლასელთა გაცნობის დღეა.