სახელწოდება „ა-Z” („ანი-Zet”) (ქართული ანბანის პირველი და ლათინური ანბანის ბოლო ასოები) ქართულ და ევროპულ კულტურათა ურთიერთკავშირს გულისხმობს. 2000 წელს ქართულ-გერმანული სკოლა „ა-Z”-ის სახელით დააფუძნეს -მარინა ანდრონიკაშვილმა


( გერმანისტი, დოქტორი) და თამარ სარაჯიშვილმა (ქიმიკოსი, დოქტორი).


„ა-
Z” მოიაზრება ევროპული ორიენტაციის ქართულ სკოლად საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის, მიმდინარე სასკოლო რეფორმების,  მოთხოვნებისა და მიზნების შესაბამისად მომზადებული  პროგრამებით.


ათი წლის მანძილზე, კონტიგენტის ზრდის გამო, სკოლამ სამჯერ შიცვალა მისამართი (2000წ. პეტრიაშვილის ქ. - 21-ე სკოლის შენობა; 2002წ. ფიზკულტურის ქ. - კერძო სახლი; 2004წ. - ფიზიკის ინსტიტუტის შენობა). 2011წ. კი  სამ პარტნიორ სკოლასთან (მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა, სენტ-ეგზუპერის, სკოლა „მოძღვარი“)  ერთად შეიძინა ზ. ფალიაშვილის ქ. 42-ში მდებარე ყოფილი 57-ე სკოლის შენობა და დააფუძნა რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი, რომელშიც მოდულის/პროგრამის სახით განაგრძო ფუნქციონირება. დამფუძნებელ სკოლებს აერთიანებთ პროევროპული კურსი, მოდულების სახით ინარჩუნებენ თვითმყოფადობასა და გადაწყვეტილების ერთპიროვნულობას, ისევე როგორც ევროპის გაერთიანებაში შემავალი ცალკეული ქვეყნები.


ამ გაერთიანებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკულად განხორციელდა რ. შუმანის მიერ 1950 წელს დეკლარირებული განახლებული ევროპის გაერთიანების პრინციპი: „მრავალსახეობისა და განსხვავებულობის ერთობა - სტაბილურობის გარანტი“.