„ანი-ZET” გერმანიის პარტნიორი სკოლაა და ჩართულია გერმანიის პარტნიორი სკოლების ქსელში. სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყების (ZfA) მოწმობის მოპოვების შემდეგ "ანი-Zet" ოფიციალურად გახდა Sprachdiplom-ის სასწავლო დაწესებულება -სკოლა, სადაც მოსწავლეებს შეუძლებათ გერმანული ენის დიპლომის (DSD) მეორე საფეხურის გამოცდის ჩაბარება. 

გერმანიის მხარე უზრუნველყოფს "ანი-Zet"-ს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი სახელმძღვანელოებითა და ტექნიკით. წელიწადში 3-4-ჯერ ხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები.

„ანი-ZET“ ასევე თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტთან, რომელთან ერთადაც რამდენიმე სერიოზული პროექტი განახორციელდა (გერმანული ზღაპრების სასწავლო გამოცემა).

სკოლის პარტნიორია ასევე ბერლინის ქართული საზოგადოება. საზოგადოების ხელმძღვანელი ცოლ-ქმარ შრადეების დამსახურებაა სკოლის გერმანულენოვანი წიგნების საბიბლიოთეკო და აუდიო ფონდის შექმნა. ამავე საზოგადოებამ უზრუნველყო „ანი-ZET”-ის მოსწავლეთა ერთწლიანი უფასო კურსი გერმანიაში.

ავსტრიაში „ანი-ZET“-ის პარტნიორია ქ. ზალცბურგის ევროპული გიმნაზია, რომელთანაც ყოველწლიურად გაცვლითი პროგრამები ხორციელდება. სკოლა ასევე თანამშრომლობს თბილისში მოღვაწე ავსტრიულ საზოგადოებასთან.