„ანი-ZET”განთავსებულია ოთხსართულიანი სასკოლო შენობის მარჯვენა ფლიგელში და უკავია პირველი და მეორე სართულები. სკოლას აქვს ეზო და ღია სპორტული მოედანი, ასევე საკმაოდ დიდი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო, ბუნებისმეტყველებისა და ინფორმატიკის კაბინეტები, ხელოვნების სტუდიის გაკვეთილების ჩასატარებლად სპეციალურად აღჭურვილი ოთახი და დარბაზი ღონისძიებებისათვის. თითოეული სართულის შემოსასვლელი დაცულია.