მოსამზადებელი ჯგუფი

მოსამზადებელი ჯგუფი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის (5 წელი) არის განკუთვნილი.
ჯგუფში, ასაკობრივ ჯგუფებზე მორგებული სასწავლო პროგრამებით, მიმდინარეობს შემდეგი საგნების სწავლება: ქართული, მათემატიკა, ბუნება, უცხო ენა; ასევე ცეკვა, სიმღერა. 

მოსამზადებელ ჯგუფთან სამუშაო პროგრამა პროფესიონალ ფსიქოლოგების მიერ არის შედგენილი; ეფუძნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სასკოლო მზაობის სტანდარტებსა და ორიენტირებულია სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ბავშვებთან მუშაობს ფსიქოლოგი.

მოსამზადებელი ჯგუფის პროგრამის სახელწოდებაა: „ჩვენ ვემზადებით სკოლისათვის“ , რომელიც განკუთვნილია სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებთან პედაგოგების , მშობლებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობისათვის. იგი დაემხარება პატარებს სკოლისათვის საჭირო უნარების განვითარებასა და აუცილებელი ჩვევების ჩამოყალიბებაში , რაც თავის მხრივ გაუადვილებს მათ სკოლის გარემოსთან შეგუებას. პროგრამა განკუთვნილია სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. 

პროგრამის პრაქტიკული ნაწილი წარმოადგენს საკორექციო მასალას, რომელიც განკუთვნილია ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის. სპეციალურად შემუშავებული სავარჯიშოთა კომპლექსი ხელს შეუწყობს ბავშვის მოტორული და ფსიქიკური ფუნქციების (მეტყველება, აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება, აღქმა) განვითარებას.

ბავშვის აღზრდა – განვითარების პროცესში პროგრამა „ჩვენ ვემზადებით სკოლისათვის“ ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებას, რომ ყოველი ბავშვისთვის დამახასიათებელია განვითარებისა და აღზრდის საკუთარი ტემპი, ინტერესი, ქცევა, ურთიერთობა ინდივიდუალური მოთხოვნილებებით, მიდრეკილებებით, ტემპერამენტით, სწავლის სტილით. 
ამ კომპონენტებზე დაყრდნობითაა შექმნილი აღნიშნული პროგრამა, რომელიც ბავშვების სკოლასთან სწრაფ ინტეგრაციას უწყობს ხელს.